მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:34

33. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.34. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.35. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა.
სახარებაჲ მათესი თავი 10
34. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მოფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მოფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა“ (10,34).:

კუალად მძიმეთა და ფიცხელთა სიტყუათა წინაუყოფს და, რომელსა მათ ეგულებოდა თქუმად, წინაჲსწარვე მიუთხრა მათ, რაჲთა არა, ესმოდის რაჲ ესევითარი ესე ყოველივე ძნელოვანი, ჰრქუან მას, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ამისთჳს მოხუედა, რაჲთა ჩუენცა მოსაკლავად მიგუცნე და იგინიცა, რომელნი მერჩდენ ჩუენ, და ბრძოლითა აღავსო სოფელი?

ამისთჳს პირველვე თავადი ეტყჳს ამას, ვითარმედ: „არა მოვედ მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა“. ვითარ უკუე ამცნო მათ მშჳდობისა მიცემად, რომელსაცა სახლსა შევიდენ? ანუ ვითარ იტყოდეს ანგელოზნი: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ“?1 და ვი-თარ ყოველნივე წინაჲსწარმეტყუელნი ამას ქადაგებდეს? არამედ გულის-ჴმა-ყავთ, ვითარმედ არარაჲ არს აქა წინააღმდგომი. გამოვიძიოთ უკუე, თუ რომელი არს იგი მშჳდობაჲ, რომელსა უფალმან უბრძანა მოციქულთა, რაჲთა მისცემდენ მორწმუნეთა, და ანგელოზნი ქადაგებდეს, და წინაჲსწარმეტყუელნი გუახარებდეს.

განდგომილნი ვიყვენით და განვრდომილნი ღმრთისაგან, მტერ ვიყვენით და მბრძოლ, რამეთუ დამონებულ ვიყვენით მძლავრსა მას ბოროტსა. მოვიდა უფალი და დაჰჴსნა მტერობაჲ იგი, რომელი იყო შორის ღმრთისა და კაცთა, ვითარცა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:34-39 — რწმენის მახვილი და ჯვრის აღება:

34-36. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. - ყოველთვის კარგი არაა თანხმობა, არამედ არის შემთხვევაც, როცა კარგი განყოფაა. მახვილი სარწმუნოების სიტყვაა, რომელიც ჩვენ შინაურთა და ნათესავთაგან გამოგვყოფს, თუკი ისინი ღმრთისმოსაობაში ხელს შეგვიშლიან. უფალი იმას კი არ გვეუბნება, რომ მათ რაღაც უბრალო მიზეზის გამო უნდა გავშორდეთ ან გამოვეყოთ, არამედ მხოლოდ მაშინ, რაჟამს არ გვეთანხმებიან, ან უფრო მეტიც, შინაც კი გვეღობებიან რწმენის გზაზე.

37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. - ხედავ? მშობლები და შვილები მხოლოდ მაშინ უნდა მოვიძულოთ, რაჟამს მოისურვებენ, რომ ისინი ქრისტეზე მეტად შევიყვაროთ. მაგრამ მამასა, დედასა და შვილებზე რაღას ვამბობ? უფრო მეტიც მოისმინე:

38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცილობაჲ იყო მათ შორის“ (9,16).:

...ხმო იყვნეს მთავარნი იგი? რამეთუ არარაჲ ახოვანებაჲ აჩუენეს, არამედ მეყსა შინა კუალად ფარისეველთავე შეეყვნეს, თუ არა, უკუე-თუმცა სრულიად განყოფილ იყვნეს მათგან, ეცნამცა ჭეშმარიტებაჲ ადრე, რამეთუ იქმნების კეთილი განყოფილებაჲ. ამისთჳსცა უფალი იტყოდა: „არა მოვედ მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა, არამედ მახჳლისა“. ; რამეთუ არს ჭეშმარიტი ერთობაჲ, და არს კეთილი განყოფილებაჲ, რამეთუ რომელნი-იგი გოდოლსა მას აღაგებდეს, შე-ვე-ერთნეს ბოროტსა ზედა, და იგინივე კუალად, დაღაცათუ უნებლიაჲთ, არამედ განიყვნეს კეთილად, და კუალად კორეს თანა მყოფნი იგინი ბოროტად შეიერთნეს, ამისთჳს კუალად კეთილად განიყვნეს, და იუდა შეერთო ჰურიათა ბოროტად. არს უკუე განყოფილებაჲ კეთილი, და არს შეერთებაჲ ბოროტი. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ თუალი შენი დაგაბრკოლებდეს, აღმოიღე იგი, ანუ თუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს, მოიკუეთე იგი“. ; ხოლო უკუეთუ ასოჲსა ბოროტად შეერთებულისაგან განკუეთაჲ კეთილ არს, არა უფროჲსად მეგობართაგან ბოროტად შეერთებულთა განყოფაჲ კეთილ არსა? ამისთჳსცა არა ყოლადვე კეთილ არს ერთობაჲ, ვითარცაიგი...

სრულად ნახვა