მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:29

28. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.29. ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.30. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან.
სახარებაჲ მათესი თავი 10
29. ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ: ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ღაღადებისაჲ; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან“ (2,17-18).:

...დსა მათ ზედა: ყოვლისა სოფლისაგან ბრძოლასა და წარდგინებასა მათსა შესაკრებელთა წინაშე და მძლავრთა და მიყვანებასა მათსა წინაშე მეფეთა და მთავართა, აუწყა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ და ჰრქუა: „ანუ არა ორი სირი ასარისა განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“. ხოლო ამას ეტყოდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არარაჲ თჳნიერ ცნობისა მისისა იქმნების, რამეთუ ყოველივე იცის ყოფადი, არამედ არა ყოველსავე იქმს, გარნა კეთილსა ოდენ და სახიერებასა. ესრეთ უკუე ასწავებს მოწაფეთა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნურას შე ორგულდებით, ნუცა გულისსტყუანი მოგივლენ, რამეთუ რომელმან-ესე უწყი ყოველივე მომავალი თქუენ ზედა და ძალ-მიც დაყენებად, საცნაურ არს, ვითარმედ უმჯობესისა თქუენისათჳს არა დავაყენებ. ესევითარი ესე სიტყუაჲ ჩუენცა გულისჴმა-ვყოთ, ოდეს განსაცდელი რაჲმე მოიწიოს, და ვთქუათ: ამისთჳს მოუშუა ღმერთმან განსაცდელსა ამას ჴორციელსა ჩუენ ზედა, რამეთუ იცის სადმე, ვითარმედ ესრეთ არს უმჯობეს ჩუენდა; და ესე გულისსიტყუაჲ დიდად ნუგეშინისმცემელ გუექმნას.

ხოლო რაჲ ზიარებაჲ არს რაქელისი ბეთლემსა თანა, - თქუას ვინმე, - რომელ იტყჳს, ვითარმედ: „რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა“, ანუ ჰრამასა რაჲ ზიარებაჲ აქუს რაქელს თანა? - რაქელ დედ...

სრულად ნახვა