მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:28

27. რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა; და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა.28. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.29. ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.
სახარებაჲ მათესი თავი 10
28. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მართლის კეთილგონიერება და სარას კეთილზნეობა (12:11-13):

...ზრუნველობას მართლის მიმართ. „თქუ უკუე, — ამბობს, — ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რათა კეთილი მეყოს შენ მიერ და ცხონდეს სული ჩემი შენ ძლით". ამას მართალი ამბობს არა იმიტომ, თითქოს მისი სული მოკვდომას შეძლებდა: „ნუ გეშინინ, — ნათქვამია, — მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად" (); არა, მან ეს ცოლს ჩვეულებისამებრ უთხრა. „კეთილი, — ამბობს, — მეყოს შენ მიერ და ცხონდეს სული ჩემი შენ ძლით", თითქოს ასე ეუბნებოდა: თქვი, რომ დაჲ მისი ვარ, იმიტომ, რომ მე, ქანაანში შიმშილისგან გაქცეულმა, ეგვიპტელთა ხელით არ მოვკვდე. იყავი ჩემი ცხონების მიზეზი — „რათა კეთილი მეყოს შენ მიერ". სამწუხარო სიტყვები! დიდ შიშში იყო ის ეგვიპტელთა თავშეუკავებლობის გამოც, და იმის გამოც, რომ ჯერ კიდევ არ იყო დამხობილი სიკვდილის ხელისუფლება. სწორედ ამიტომ მართალი ცოლის მრუშობაზე თანხმდება და თითქოს მრუშს მისი შეურაცხყოფის საქმეში ეხმარება, რომ სიკვდილს თავი აარიდოს. დიახ, სიკვდილის სახე ჯერ კიდევ საშინელი იყო: ჯერ კიდევ არ იყო შემუსრული სპილენძის კარი, ჯერ კიდევ არ იყო დაბლაგვებული მისი ნესტარი. ხედავ ქმარ-ცოლს შორის სიყვარულის კავშირს? ხედავ, რისი შეთავაზებაც გაბედა ქმარმა ცოლისადმი, და რა რჩევას იღებს ცოლი? ის არ ეწინააღმდეგება და...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სისხლისა და კაცისკვლის აკრძალვა (9:5-7):

...ეულებით გამოითქვა, თითქოს ერთ ადამიანს მეორისთვის ეთქვა: შენი სისხლი ჩემს ხელშია, ნაცვლად: ხელმწიფება მაქვს შენი მოკვლისა. ხოლო, რომ ადამიანის სული სისხლში არ არის მოქცეული, ამის შესახებ მოისმინე ქრისტე, რომელიც ამბობს: "და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად" (). კიდევ უყურე, რა განსაკუთრებული გამოთქმა იხმარა (ღმერთმა). "და დამთხეველისა", — ამბობს, — "სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი" (). დაფიქრდი, როგორ გააძლიერა ამ გამონათქვამით შიში. თუ, ამბობს, ერთნაირი წარმოშობა არ გაჩერებს და ბუნების ერთობა არ შეგაკავებს ბოროტი განზრახვისგან, თუ შენ, ძმური თანაგრძნობის უარყოფით, მთლიანად ამ საძაგელ ჩანაფიქრს ეძლევი, მაშინ დაფიქრდი, რომ ის (ადამიანი) ღვთის ხატად არის შექმნილი, ღვთისგან ესოდენ მაღალი უპირატესობით არის პატივდებული და მთელ ბუნებაზე ხელმწიფება მიუღია, და ბოროტი განზრახვა დატოვე. რას იტყვი, თუ ვინმე უთვალავ მკვლელობას ჩაიდენს და უამრავ სისხლს დაღვრის, — ეს ადამიანი ღირსეულად იქნება კი დასჯილი, როცა მხოლოდ მისი ერთი სისხლი დაიღვრება? ასე ნუ იმსჯელებ, საყვარელო, არამედ იფიქრე იმაზე, რო...

სრულად ნახვა
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის (1,6).:

...დ: რომელთა მიერ (ესე იგი არიან სიტყუაჲ და მეცნიერებაჲ, ღმრთივ-მოცემულნი იგი ნიჭნი) წამებაჲ იგი ქრისტესი, რომელ არს ქადაგებაჲ მისი, განმტკიცნა თქუენ შორის. ხოლო რაჲ იყო ქადაგებაჲ მისი; თჳნიერ რამეთუ სიკუდილისა მიერსა ცხორებასა ყოველთა უქადაგებდა, ვითარმედ: "ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი" (). ამისთჳსცა მოციქული წამებად უწოდს ქადაგებასა ამას.

მოციქულისაჲ: რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ, არცა ერთითა რაჲთ მადლითა (1,7).

თარგმანი: საძიებელ არს ვიეთგანმე, თუ ვითარ ზემორე ყოვლით კერძო განმდიდრებულად ყოვლითა სიტყჳთა და მეცნიერებითა უწოდს კორინთელთა, და აქა კუალად მადლთა მიერითა უნაკლულოებითა აღამაღლებს ქებასა მათსა. ხოლო მცირედ ქუემო-რე ეტყჳს, ვითარმედ: ჯერეთ ჴორციელვე ხართო, რომელი-ესე ძაგებაჲ არს. ცხად არს, ვითარმედ, ვინაჲთგან ვერ ეგების, შორის დიდძალისა კრებულისა რამეთუ არცა ყოველთა სრულობაჲ ეგების, არცა ყოველთა სიჩჩოჲ და უსრულობაჲ. ამისთჳს ორითავე ამით ჟამიერად განჰზავებს სიტყუათა თჳსთა, რაჲთა არა ხოლო ქებისა მიერ განამტკიცოს სრულებაჲ სრულთაჲ, არამედ ძაგებისა მიერცა აღავსოს ნაკლულევანებაჲ იგი უსრულთაჲ.

მოციქულისაჲ:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).:

...მას რომელნიმე განვარდებიან, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „განჴადეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა“, ; (25,30) და კუალად რომელნიმე წარწყმდებიან, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისგან, რომელსა ძალ-უც სულისაცა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“. ; და კუალად სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „მე ცხორებასა საუკუნესა მივსცემ“, ამასვე მოასწავებს, და ვითარმედ: „გამოვიდენ მოქმედნი კეთილისანი აღდგომად ცხორებისად და მოქმედნი ბოროტისანი აღდგომად წარწყმედისა“. აქაცა უკუე ესე აღდგომაჲ თქუა კეთილისაჲ, ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ აღდგომითა მით კეთილითა და არა დასაშჯელითა.

ხოლო რასა მოასწავებს სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს“? ამხილებს სიტყჳთა ამით ურწმუნოებასა მათსა და აჩუენებს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, იგი ნებასა მამისასა გარდავალს. გარნა ესრეთ განცხადებულად არა თქუა ესე, არამედ იგავითრე, და დაფარულად ყოველთაგან იქმს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ რომელნ...

სრულად ნახვა