..., მერმე სხუაჲ შემოიღო სწავლაჲ და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო თავადმან ქუემორე თქუა: „რომელი ყურთა გესმესო, უქადაგებდით ერდოთა ზედა“; არამედ არარაჲ არს წინააღმდგომი სიტყუათა ამათ შინა, რამეთუ არცა მუნ ესრეთ ბრძანებს, თუ ყოველთავე ეტყოდეთ ყოველსავე, არამედ ესე განაწესა, რაჲთა სადა-იგი ჯერ-იყოს თქუმად, უშიშად და კადნიერებით იტყოდინ, და კუალად აქა არა თუ ესრეთ თქუა, თუ დადუმენით და ნურარას ჰქადაგებთ, არამედ ესრეთ უბრძანა, ვითარმედ: საიდუმლოთა მათ საღმრთოთა და დიდებულთა ნუ გამოუცხადებთ ძაღლთა და ღორთა. ხოლო ძაღლად ამას ადგილსა მათ სახელ-სდვა, რომელნი არიან ურჩულოებასა შინა უკურნებელსა და უღმრთოებასა ბოროტსა და ღმრთისა მომართ მოქცევისა სასოებაჲ არა აქუს, და ღორად მათ უწოდა, რომელნი მარადის შეგინებულსა და ბილწსა მოქალაქობასა შინა იქცევიან; და ესევითართა მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ღირს არიან სმენად საიდუმლოთა ღმრთისათა, არა თუ ინებონ უკეთურებისა მის მათისაგან მოქცევად.
ეგრეთვე მოციქულიცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „მშჳნვიერმან კაცმან არა შეიწყნარის სულისაჲ, რამეთუ სიც...