თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ აწ გამოუცხადა თავი თჳსი, ვითარმედ იგი არს ყოველთა მეუფე და ღმერთი და დამბადებელი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? არა იქმნებისა მოწაფე უფროჲს მოძღურისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა?
ვიდრემდის მოწაფე იყოს და მონაჲ, არა არს უპატიოსნეს მოძღურისა და უფლისა. რამეთუ რად მას ხედავ, უკუეთუ სადმე წარემატა მოწაფე უმეტეს მოძღურისა? არამედ განწესებული ყოველთა ზედა საქმე გულის-ჴმა-ყავ, ვითარმედ მარადის მოძღუარი უზეშთაეს არს მოწფისა და უფალი - მონისა. ხოლო აწ მეტყუელი იგი უფალი იყო და მეუფე და ღმერთი და დამბადებელი და არა თქუა მათთჳს მონობაჲ, არამედ სახლეულად თჳსად უწოდა; ვითარცა სხუასა ადგილსა ეტყოდა: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყჳ თქუენ მონად“, ეგრეთვე აქა სახლეულად სახელსდვა, რაჲთა აჩუენოს მრავალი იგი საკუთრობაჲ მათი. და არა თქუა: უკუეთუ სახლისა უფალსა ძჳრსა ეტყოდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს, არამედ სიტყუაჲ მებრ იგი ძჳრისმეტყუელებისაჲ აუწყა, ვითარმედ: „ბერზებულით ხადოდეს“; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ გაგინებდენ თქუენ და ბოროტსა იტყოდინ თქუენთჳს,...