...ამას ყოველსა, არამედ გონე- ბათაცა შინა ჩუენთა დავჰნერგოთ გჳრგჳნი ეკლისაჲ, სამოსელი იგი კიცხევისაჲ, ლერწამი იგი და ყურიმლის-ცემაჲ, ნერწყუვაჲ და კიცხევაჲ, რამეთუ უკუეთუ ამათ ვიგონებდეთ, ფრიადი სარგებელი გუეყოს და არა განვრისხნეთ, რაჲცა ვინ ბოროტი მოაწიოს ჩუენ ზედა, რამეთუ „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა“. ; ; (15,20) ვითარ ეტყოდეს მას ჰურიანი, ვითარმედ: „სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა“, და სხუანი მრავალნი ესევითარნი? და ამისთჳს თავს-იდვა ესე ყოველი, რაჲთა ჩუენცა კუალსა მისსა შეუდგეთ, რამეთუ ესევე ასწავა მოციქულთა. და ჩუენ ყოველთა მოვიგოთ უკუე საქმჱ ესე, და არარაჲ ესრეთ ღმერთსა მოწყალე-ჰყოფს ჩუენ ზედა, ვითარ სიყუარული და მოთმინებაჲ და არა ბოროტის-ყოფაჲ მტერთაჲ.
რაჟამს ვინმე გავნოს, ნუ მას აბრალებ, არამედ ეშმაკსა, რომელმან აცთუნა იგი, და მას უფროჲსად სწყალობდი, რამეთუ ქრისტეცა შე-შფოთნაო იუდაჲსთჳს. რაჲსათჳს შეშფოთნა? მისისა წარწყმედისათჳს მწუხარე იქმნა. ამას ყოველსა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ. ხოლო უკუეთუ მას არა ვჰბაძვიდეთ და მისთა მცნებათა არა ვიქმოდით, უმჯობეს იყო, არა თუმცა შობილ ვიყვენით, რამეთუ სარწმუნოებაჲ ოდენ თჳნიერ ს...