მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:23

22. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.23. რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს.24. არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა.
სახარებაჲ მათესი თავი 10
23. რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

...კუთრებული სიმშვიდეც აჩვენა და ამასთან (მეფის) გაღიზიანებაც დაამშვიდა. „და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა" (). და რაც ქრისტემ, (ქვეყნად) მოსულმა, თავის მოწაფეებს მცნებად დაუდო სიტყვებით: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად" (), სწორედ ამას ისაკი საქმით უკვე ასრულებდა. და როგორც დავითი საულის ძლიერ სიძულვილს ამშვიდებდა — განშორდებოდა და საშინელებასროებას თავს არიდებდა, ამით მის ძლიერ გაღიზიანებას ალბობდა, — ზუსტად ასევე ეს მართალიც სამოციქულო სიტყვას ასრულებდა: „ეცით ადგილ რისხვასა" (). ქალაქი დატოვა და ხევში გადავიდა (და დასახლდა). მაგრამ შეხედე, როგორ იქცეოდა იქაც დიდი სიმშვიდით, რადგან მისი მწუხარებანი ამით არ დასრულდა, არამედ, როცა იქ იყო და ჭების თხრას აპირებდა, მცხოვრებნი მის წინააღმდეგ აღდგნენ. „მო-ვე-თხარა", — ამბობს (წერილი), — „ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა" მისი „მამისა მისისათა, და დაყუეს იგი ფილისტიმელთა", ... და დასდვა მათ სახელები, რაც მამამ დაარქვა. „და თხარეს მონათა ისაკისთა" ... „და პოვეს" ... „ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ", ანუ ისეთი, რომელიც ძირიდ...

სრულად ნახვა