მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:22

21. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.22. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.23. რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს.
სახარებაჲ მათესი თავი 10
22. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად კერძო. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდე ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (10,23).:

...ამომზრდელ მათდა; მერმე ზრუნვაჲ იგი და შიში სიტყჳს-გებისაჲ და განსაცდელთაჲ განუქარვა, რაჟამს ჰრქუა: „ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა სიტყუაჲ, რასა-იგი იტყოდით“; და მერმე თქუა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“. ხოლო ვინაჲთგან მრავალთა ეგულებოდა მათთჳს ბოროტისმეტყუელებაჲ, - რომელ ესეცა სამძიმარ არს და შემაწუხებელ, - იხილე, ვითარ ამის ჯერისათჳსცა ნუგეშინის-სცემს თავისა თჳსისაგან და მისთჳს თქუმულთა მათგან, რომლისა სწორ არარაჲ იყო ნუგეშინისსაცემელად. რამეთუ ვითარცა ზემო თქუა, ვითარმედ: „იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს“, ეგრეთვესახედ აქაცა იქმს და უმეტესად ჰყოფს ამის პირისათჳს სიტყუასა ნუგეშინისსაცემელად მათდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვი-თარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბერზებულით ხადოდეს, რავდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? ნუუკუე გეშინინ მათგან“ (10,24-26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ აწ გამოუცხადა თავი თჳსი, ვითარმედ ი...

სრულად ნახვა