...რებითა, ვარშამანგებითა და აჩრდილებითა განიოტებდეს სენთა, რომელი-ესე არასადა წერილ არს ქრისტეს მიერ ქმნილად სახარებასა შინა. და კუალად, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა" () და ვითარმედ: "წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს" (), ესე და სხუანი მრავალნი საუფლოთა სიტყუათა მიერ წინა-მოსწავებულნი, ამიერ საქმით აღსრულებულად მოგუეთხრობვიან. და კუალად, ქადაგებაჲ სჯულთა და წესთა მართლმადიდებლობისათაჲ იპოების აქა, რომელი არასადა სხუათა წიგნთა შინა იპოო თჳნიერ ამისსა. აქა იხილვების სულისა მიერ წმიდისა სწავლული მოციქულთადა — მცირედსა რასმე სიტყუად ღმრთეებისათჳს, ხოლო უმრავლესსა თქუმად კაცებისათჳს და ვნებისა, აღდგომისა და ამაღლებისა ქრისტესისა, რამეთუ ესე საძიებელ იყო პირველ, რაჲთა მდაბალთაგან და კაცობრივთა აღიყვანნენ მაღალთა მიმართ ღმრთეებისა მისისა ქადაგებათა, და აღდგომისაგან და ამაღლებისა გამოიძიონ ძალი ღმრთეებისა მისისაჲ.
გარნა, ვინაჲთგან მოწაფე იყო პავლესი ლუკა, ამისთჳს უმეტესი კერძოჲ წიგნისაჲ მისთა საქმეთა თხრობასა მისცა და თჳთ და...