მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:15

14. და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ.15. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი.16. აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
სახარებაჲ მათესი თავი 10
15. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ, ვინ ღირს იყოს, და მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე. და შე-რაჲხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ. და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ, არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამორაჲ-ხჳდეთ მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი“ (10,11-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ გარქუ, თუ: „ღირს არს მუშაკი სასყიდელსა თჳსსა“, ნუ ჰგონებთ, თუ ყოველთა კაცთა კარნი განმიხუმან წინაშე თქუენსა, არამედ რომელნი ღირს იყვნენ შეწყნარებად თქუენდა და სწავლისა მის თქუენისა. ამისთჳს გამცნებ, რაჲთა ეძიებდეთ ესევითართა მათ და მათ თანა ჰყოფდეთ სავანესა და მათ მიერ იზრდებოდით, რამეთუ უკუეთუ ღირს იყოს შეწყნარებად თქუენდა, საზრდელიცა გულსმოდგინედ დაგიმზადოს, უფროჲსად გიხილნეს რაჲ ესრეთ ლიტონითა და უნდოჲთა საზრდელითა დაჯერებულნი. ამისთჳს არცა მნებავსო სახლითი სახლად სლვაჲ თქუენი, არამედ სადა-იგი ჰყოთ სავანე, მუნ დაადგერით ვიდრე განსლვადმდე ქალაქისა მისგან, რაჲთა ყოვლით კერძო წესიერ იყოს საქმე თქუენი.

ხოლო ამათ სიტყუათა მიერ გამოაჩინა, ვითარმედ შემწყნარებელნი მათნი თანამდებ არიან ზრდად მათდა, რამეთუ იგინი უმეტესსა სარგებელსა მოისთულებენ მათისა მის კურთხევისაგან. ამისთჳს იტყჳს: „შერაჲ-ხჳდეთ სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას. და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ“.

ვინაჲთგან...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:11-15 — ღირსეულთა შეწყნარება და უარმყოფელთა ხვედრი:

11. რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ; ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე. - უბრძანებს ყველასთან არ მივიდნენ, რათა უღირსებთან ურთიერთობების გამო ცილი არ დაეწამებინათ მათთვის, ხოლო უკეთუ მხოლოდ ღირსეულებთან მივიდოდნენ, რაღა თქმა უნდა, საზრდელიც ექნებოდათ. უბრძანებს, აგრეთვე, დარჩენას და არა გადასვლას სახლიდან სახლში, რათა ვითარცა ღორმუცელები არ გაკიცხულიყვნენ და იმათაც, რომელნიც პირველნი მიიღებდნენ, თავი შეურაცხყოფილად არ ჩაეთვალათ.

12-13. და შე-რაჲ-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ. - მოკითხვა და მშვიდობა კურთხევად მოიაზრე, რომელიც მხოლოდ ღირსეულებზე რჩება. აქედან კი ისწავლე, რომ ჩვენ უპირატესად ჩვენი საქმენი გვაკურთხებენ.

14-15. და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სტიქიონთა გარდაქმნა და რჯულის ნიჭი:

...(; )7? ან კიდევ როგორ თქვა: „უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ“ ()? რადგან სიტყვით „უმოლხინეს“ () სრულ გათავისუფლებას კი არ აღნიშნავს, არამედ უფრო მსუბუქ სასჯელს. ეს ცხადყოფს, რომ ისინი პასუხს აგებენ იმაზე, რაშიც შესცოდეს. ხოლო თუ ისინი, ვინც ასე მძიმედ დაისაჯნენ, კვლავაც აგებენ პასუხს, სხვათაგან ვინ გაექცევა?

3. ბუნებითი რჯული და ზენა იერუსალიმი

ვხედავთ მათაც, ვინც წარღვნის დროს სასჯელი მოიხადა, და სხვა მრავალსაც, თვით კაენსაც. ამასვე აცხადებს პავლეც, როცა ამბობს: „რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა. რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის,“ (...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
10.:

...იმისთვის, რომ იცოდე: ისინი ბევრად უფრო მძიმე სასჯელისთვის ინახებიან.

10.

რადგან შესაძლებელია სოდომის სასჯელზე უფრო მძიმე რამის დათმენაც, მოისმინე ქრისტეს სიტყვა: „უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი ესე“ ()15. ამიტომ, თუნდაც ახლა მოკაზმულმა ქალებმა არ დაითმინონ ის, რაც მაშინ მოკაზმულებმა დაითმინეს, ნუ გათამამდებიან. რადგან თვით ეს დაყოვნება და სულგრძელება ცეცხლზე უფრო საშინელ ქურას აგროვებს და უფრო დიდ ალს ამზადებს. ეს მოხდა ანანიასა და საფირას შემთხვევაშიც. რადგან ისინიც ქადაგების დასაწყისსა და შესავალშივე, იმ თანხის ნაწილი რომ მიითვისეს, მყისვე წარიტაცნენ; მათ შემდეგ კი ბევრმა, ვინც მსგავსი რამ გაბედა, არაფერი დაითმინა. მაშ, როგორ ექნებოდა აზრი, რომ სამართლიან მსაჯულს, რომელიც ყველას თანასწორად განუჩენს, ნაკლებად შემცოდენი დაესაჯა, ხოლო უფრო მძიმ...

სრულად ნახვა