...ნ გზასა და ვიდოდეთ უპოვრებით, მეყსეულად დაურთო, ვითარმედ: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“; კუალად, ოდეს თქუა, თუ: „არა შეგიწყნარნენ თქუენ“, შესძინა, ვითარმედ: „უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი“; და კუალად, აწ თქუა რაჲ, ვითარმედ: „წინაშე მეფეთა და მთავართა მიგიყვანნენ თქუენ“, შესძინა: „ჩემთჳსო, საწამებელად მათა და წარმართთა“. ხოლო ესე არა მცირე ნუგეშინის-ცემაჲ არს, რაჟამს ვნებაჲ იგი ქრისტესთჳს იყოს და მათდა სამხილებელად, რაჟამს იცოდინ, ვითარმედ ღმერთი მარადის ჩუენ თანა არს, რომელმან ყოველივე წინაჲსწარ უწყის. და ამას თანა სხუაჲცა ნუგეშინის-ცემაჲ ფრიადი წინაუყო მოძღუარმან მან და მეუფემან სახიერმან და ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის“ (10,19-20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა შეურვებულ იყვნენ სიტყჳს-გებისათჳსცა მეფეთა მიმართ და მთავართა და დარწმუნებისათჳსცა ერისა მის ბოროტთა შინა განფრდილისა, ამისთჳს აღუთქუა მათ მიცემად ს...