თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ გარქუ, თუ: „ღირს არს მუშაკი სასყიდელსა თჳსსა“, ნუ ჰგონებთ, თუ ყოველთა კაცთა კარნი განმიხუმან წინაშე თქუენსა, არამედ რომელნი ღირს იყვნენ შეწყნარებად თქუენდა და სწავლისა მის თქუენისა. ამისთჳს გამცნებ, რაჲთა ეძიებდეთ ესევითართა მათ და მათ თანა ჰყოფდეთ სავანესა და მათ მიერ იზრდებოდით, რამეთუ უკუეთუ ღირს იყოს შეწყნარებად თქუენდა, საზრდელიცა გულსმოდგინედ დაგიმზადოს, უფროჲსად გიხილნეს რაჲ ესრეთ ლიტონითა და უნდოჲთა საზრდელითა დაჯერებულნი. ამისთჳს არცა მნებავსო სახლითი სახლად სლვაჲ თქუენი, არამედ სადა-იგი ჰყოთ სავანე, მუნ დაადგერით ვიდრე განსლვადმდე ქალაქისა მისგან, რაჲთა ყოვლით კერძო წესიერ იყოს საქმე თქუენი.
ხოლო ამათ სიტყუათა მიერ გამოაჩინა, ვითარმედ შემწყნარებელნი მათნი თანამდებ არიან ზრდად მათდა, რამეთუ იგინი უმეტესსა სარგებელსა მოისთულებენ მათისა მის კურთხევისაგან. ამისთჳს იტყჳს: „შერაჲ-ხჳდეთ სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას. და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ“.
ვინაჲთგან...