...მაინც განაგრძობდნენ მათით საკუთარი თავის გახრწნას, მაშინ ქვეყნიერებაზე გამოჩნდა ყველას საერთო უფალი და კაცობრიობის მოდგმას სულიერი და სრულყოფილი განგებულება მიანიჭა, რომლის სახეც ზარა წარმოადგენდა. ამიტომაც მახარებელი ახსენებს თამარსა და მისგან შობილ შვილებს და ამბობს: „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან" ().
3. იოსები ეგვიპტეში და ღვთის განგება (39:1-6)
ამრიგად, ნუ დავტოვებთ ყურადღების მიღმა საღმრთო წერილში მოცემულს და ნურც ზედაპირულად შევჩერდებით მის გამონათქვამებზე; არამედ, სიღრმეში ჩაწვდომითა და იქ დაფარული სიმდიდრის შეცნობით, ვადიდოთ ჩვენი უფალი, რომელიც ყოველივეს ესოდენ დიდი სიბრძნით განაგებს. თუ არ ვისურვებთ ყოველი აქ აღწერილი მოვლენის მიზეზებისა და მიზნების გამოკვლევას, მაშინ არა მხოლოდ მას დავგმობთ სისხლის აღრევისთვის მამამთილთან, არამედ აბრაამსაც დავაბრალებთ, რომ განზრახვით შვილის მკვლელი გახდა, — და ფინეესს, რომ ერთბაშად ორი მკვლელობა ჩაიდინა. ხოლო თუ თითოეულის საქმეს გულდასმით შევისწავლით, მაშინ არც მათ დავგმობთ და თავადაც დიდ სარგებელს მივიღებთ. რაც შეეხება ამ ისტორიას (იუდასა და თამარის ცხოვრებიდან), რამდენადაც შესაძლებელი იყო, თქვენთვის, საყვარელნო, განვმარტეთ.
ახლა, თუ არ დაღლილხართ და კვლავ გსურთ მოსმენა, მო...