გესმა, ვითარმედ მრავალნი თქუენ შორის იტყჳან, თუ: ვითარ იქმნების ესე, რომელ გუესმოდის რაჲ სწავლაჲ ესე სულიერი ეკლესიასა შინა, ლმობიერ ვიქმნებით და, გან-რაჲ-ვიდით ამიერ, ლმობიერებაჲ იგი წარჴდის და სხუად შევიცვალნით? ისმინეთ უკუე, თუ ვინაჲ იქმნების საქმე ესე: ამისთჳს, რამეთუ განხჳდეთ რაჲ ამიერ, მეყსეულად კაცთა თანა უწესო-თა აღერევით და საქმეთა ცუდთა და მავნებელთა შეექცევით. არამედ არა ჯერ-არს, მი-რაჲ-ხჳდეთ ეკლესიით სახიდ თქუენდა, მეყსეულად უწესოებისა ჴელ-ყოფაჲ, არამედ მი-რაჲ-ხჳდეთ კაცად-კაცადი სახლად, პირველად ლოცვისა შეწირვაჲ ჯერ-არს და მერმე წიგნისა ჴელად აღებაჲ და მცირედ აღმოკითხვაჲ და ესრეთ საქმეთა ჴორციელთა ჴელ-ყოფაჲ. აწ უკუე გნებავს თუ სმენილთაცა სიტყუათა არადავიწყებად და ლმობიერებისა მის კეთილისა დამარხვად, განაჩინეთ მსგეფსსა შინა ერთი დღე სულიერისა საქმისა შესაქცეველად და დღესა მას ერთსა შჳდეულისასა შემოკრბებოდეთ აქა და ისმენდით სიტყუათა ამათ სულიერთა და მას დღესა ყოვლითურთ სიტყუათა მათ იწურთიდით და სახლეულთა თქუენთა მიუთხრობდით, რაჲთა შეექუსოს ჴსენებაჲ თქუმულთა ამათ გონებასა თქუენსა და დაუვიწყებელ იქმნას. და არა ძნელ არს ესე,...
სახარებაჲ მათესი 1:23
22. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული. - ნუ იფიქრებ, რომ ეს ღმერთმა ცოტა ხნის წინათ განიზრახა, არამედ პირველითგან, დასაბამიდანვე. შენ, იოსებ, ვითარცა წინასწარმეტყველთა მცოდნემ და სჯულსა შინა განსწავლულმა, უფლის ნათქვამს დაუფიქრდი, რადგან მახარებელმა არა ესაიას მიერ თქმულიო თქვა, არამედ უფლისაგანო, ანუ კაცმა კი არ თქვა, არამედ ღმერთმა კაცისა პირით; ასე რომ, წინასწარმეტყველება სავსებით სარწმუნოა.
23. აჰა ქალწული მიუდგეს. - ებრაელები ამბობენ, რომ წინასწარმეტყველთან არა "ქალწული", არამედ "ახალგაზრდა ქალი" წერია. მათ უნდა ვუთხრათ, რომ, რამდენადაც ახალგაზრდა ქალს განუხრწნელს უწოდებს, ამდენად წმინდა წერილში "ახალგაზრდა ქალი" იგივეა, რაც "ქალწული". შემდეგ: უკეთუ ქალწული არ შობდა, ნიშანი და სასწაული როგორღა იქნებოდა? მოუსმინე, რას ამბობს ესაია: "ამისთვის უფალი თქვენ ნიშანს თავად მოგცემთ" (), და მაშინვე უმატებს: "აჰა ქალწული" და ა. შ. რადგანაც უკეთუ ქალწული არ შობდა, არც სასწაული იქნებოდა. ასე რომ, ებრაელები წმინდა წერილს ბოროტი...
..., არამედ ღვთაებამდეც ავიდა და თქვა: „და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა“ ().
და ესაიაც კვლავ ამბობს: „აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი“ (). ხედავ, ესეც როგორ ავიდა ხორციდან ღვთაებამდე? და კვლავ, სხვაგანაც დააკვირდი, როგორ ხდება იგივე; რადგან ამბობს: „რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ“ (), და: „და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა“ (). ხედავ, როგორ ადის იგი კვლავ ყრმიდან და ხორცისამებრი განგებულებიდან, თითქოს რაღაც საფეხურებით, და ღვთაებასთან ჩერდება? ასევე ქრისტეს მამაც პირველად ქმნილებიდან გახდა ცნობილი. რადგან, ამბობს პავლე, **„რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან...
...ით წიგნებიც არ მოსპობილიყო. რადგან მისი შობის შესახებ წინასწარმეტყველებაც, ერთი მხრივ, თითქოს ისტორიაზეა ჩამოკიდებული, მაგრამ მასთან არაფერი აქვს საერთო; მაგალითად: „აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი“ (; ). „ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა“ (). „მაშენებლებში“ იუდეველებს გულისხმობს, რჯულის მოძღვრებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რადგან ისინი მას იწუნებდნენ და ამბობდნენ: „სამარიტელ ხარ შან, და ეშმაკი არს შენ თანა“ (); და კვლავ: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან“ (), „არამედ აცთუნებს ერსა“ (). მაგრამ მაინც ეს დაწუნებული იმდენად რჩეული აღმოჩნდა, რომ კუთხის თავი გახდა. რადგან ყოველი ქვა არ გამოდგება კუთხისთვის, არამედ ყველაზე გამოცდილი და ის...