მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 1:21

20. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.21. შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან.22. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული:
სახარებაჲ მათესი თავი 1
21. შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ“ (1,21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: გარქუ შენ, ვითარმედ: „სულისაგან წმიდისა არს“. არამედ ნუ ჰგონებ, თუ ამისთჳს უცხო იქმნე შენ მსახურებისაგან განგებულებისა მის მისისა, რამეთუ დაღაცათუ შობასა მისსა არა თანაშემწე იქმენ, რამეთუ შეუხებელად ეგო ქალწული, გარნა სხუაჲ იგი ყოველივე, რომელი პატივსა მას ქალწულებისასა არა ავნებს, მინიჭებულ არს შენდა, რაჲთა სახელი უწოდო შენ შობილსა მას და ზრდილობაჲ მამისაებრ აჩუენო. დაღაცათუ არა არს ნაშობი შენი, არამედ წოდებითა მით სახელისაჲთა თჳსებად მისა აღგიყვანებ. რამეთუ ესრეთ ჯერ-იყო, რაჲთა იყოს იოსებ თანამავალ და მსახურ და შემწე ქალწულისა. არა ქალწულსა მას უჴმდა თანაშემწე, რამეთუ მის თანა იყო შემწე იგი ყოველთაჲ, რომლისა მიმართ იტყოდა მეტყუელი იგი, ვითარმედ: „შეწევნა არს ჩემდა სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ“, არამედ ჯერ-იყო იოსებისი ქალწულსა თანაქცევაჲ, რაჲთა საგონებელ იყოს ქალწული იგი ქმროსან, და ესრეთ დაეფაროს საიდუმლოჲ იგი ეშმაკსა, და ვერ ცნას, თუ გარდამოჴდა ღმერთი ქუეყნად და კაცთა შორის იქცევის.

ჰრქუა მას: „შვეს ძე“. არა თქუა, თუ: „გიშვეს შენ ძე“,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი I
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
1:18-21 — ქრისტეს უთესლოდ შობა:

18. ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა. - რისთვის დაუშვა ღმერთმა ეს დაწინდვა და საერთოდ, რატომ მისცა ადამიანებს საბაბი ეჭვისა, რომ იოსებმა იგი შეიცნო? იმიტომ, რომ ქალწულს ჭირთა შინა მფარველი ჰყოლოდა. ეგვიპტეში ლტოლვისას ხომ იოსებმა იზრუნა მასზე და გადაარჩინა იგი. გარდა ამისა, იმისთვისაც დაიწინდა, რომ ეშმაკს დამალვოდა, რადგან უკეთუ ეშმაკი ქალწულის მუცლადღებას შეიტყობდა, თვალთვალს დაუწყებდა; ამგვარად, მარიამი იოსებზე მატყუარას მოსატყუებლად დაიწინდა. ქორწილი მხოლოდ გარეგნულად შედგა, საქმით - არა.

და ვიდრე შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. - შერთვა აქ შეერთებას (ერთად ყოფნას) ნიშნავს. მარიამმა მუცლად მანამდე იღო, ვიდრე შეერთდებოდნენ. ამიტომაც წამოიძახა განცვიფრებულმა მახარებელმა "იპოვა"’-ო, თითქოს რაღაც მოულოდნელზე თქვა

19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი. - როგორ შეიძლებოდა იოსები მართალი ყოფილიყო, როცა სჯული მრუშის გამოაშკარავებას, ე. ი. მხილებასა და დასჯას ბრძანებდა, მან კი ცოდვის დაფარვა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ, წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისაჲ მაგის, წარწყმედად ეგე. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ ვიდრე აღსრულებამდე ჰეროდესა. რაჲთა აღესრულოს თქუმული უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან, რომელ იტყჳს: ეგჳპტით უწოდო ძესა ჩემსა“ (2,13-15).:

...რიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის, წარწყმედად ეგე“, ესე იგი არს, მოკლვად ეგულების ეგეო, რაჲთა წარწყმდეს და უჩინო იქმნას სახელი მისი. ხოლო იოსებ არავე დაბრკოლდა, არცა ჰრქუა, თუ: რაჲ არს სიტყუაჲ ეგე? პირველ იტყოდე, ვითარმედ: „მან იჴსნას ერი თჳსი“, და აწ ვერცა თუ თავსა თჳსსა ძალ-უცა გამოჴსნად? არამედ გჳჴმს სივლტოლაჲ შორთა ქუეყანათა. წინააღმდგომ ხარებისა მის შენისა არს საქმე ესე. არარაჲ ესევითარი თქუა, რამეთუ მორწმუნე იყო კაცი იგი, და არცა თუ უკუმოსლვისა ჟამი გამოიკითხა, ესმა რაჲ ანგელოზისაგან, ვითარმედ: „იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ“, არამედ სიმჴნით თავს-იდებდა ყოველ-თავე განსაცდელთა. რამეთუ, ვითარცა ვთქუ, ყოველსა კეთილსა საქმესა ჭირი თანაშეთხზულ არს, არამედ სახიერი ღმერთი ნუგეშინის-ცემასაცა შეჰრთავს განსაცდელთა თანა, რაჲთა არცა ჭირნი იყვნენ უნუგეშინისცემულ, არცა განსუენებაჲ უჭირველად, არამედ ამით ორითავე შესთხზნის ცხორებასა მართალთასა. ეგრეთვე აქაცა ქმნა. და ესრეთ გულისჴმა-ყავ: იხილა იოსებ ქალწული მიდგომილი და შეწუხნა, რამეთუ იჭჳ ცოდვისაჲ მოუჴდა გულსა, ვითარ-იგი არასადა სმენილ იყო კაცთა შორის უთესლოდ მუცლად-ღებაჲ. და მეყსეულად დაადგრა მას ანგელოზი და იჭჳ იგი განუქარვა, დ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).:

...უგულისხმოთა მათ ჰურიათა, არცა ყურად-იღებდეს თჳსსა მას სარგებელსა; რამეთუ წინაწარმეტყუელნი არა იტყოდეს ესოდენ სიმაღლესა მას ბუნებითისა დიდებისა მისისასა, რაოდენ ქველისმოქმედებისა მისისა სიმრავლესა, ვითარცა-იგი პირველ შობისა თქუა ანგელოზმან: „უწოდო სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან“. და კუალად მოგუთა მათ არა თქუეს, თუ: სადა არს ძე ღმრთისაჲ? არამედ: „სადა არს შობილი იგი მეუფე ჰურიათაჲ?“ და კუალად ამას ადგილსა არა თქუა წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: შენგან გამოვიდეს ძე ღმრთისაჲ, არამედ: „შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“; რამეთუ ჯერ-იყო დაწყებასა ახლისა მის ქადაგებისასა უძლურებასა მას მსმენელთასა თანამიყოლად, რაჲთა არა დაბრკოლდენ, და ცხორებისათჳს მათისა მითხრობაჲ, რაჲთა ამითა უმეტესად მოიყვანნეს სარწმუნოებად; ამისთჳსცა რავდენნიცა წამებანი და ქადაგებანი იპოებიან დაწყებისა ახლისა რჩულისანი და მოსლვისათჳს უფლისა, რომელ-იგი ჟამსა ოდენ შობისა მისისასა აღესრულებოდეს, არარად დიდსა და მაღალსა ქადაგებენ მისთჳს, ხოლო რავდენნი შემდგომისა მის ჟამისათჳს თქუმულ არიან, უმეტესად იტყჳან დიდებულებისა მისისათჳს;...

სრულად ნახვა