მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 1:20

19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.20. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.21. შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან.
სახარებაჲ მათესი თავი 1
20. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:

...საჲ, რომელსა ქადაგებდეს წინაწარმეტყუელნი, და ჰრწმენეს ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა მათ ანგელოზისათაჲ.

ესე პირველითგან არა მიუთხრა ქალწულსა, ახარებდა რაჲ. ხოლო იოსებს, ვითარცა მეცნიერსა წიგნებისა მის წინაწარმეტყუელთაჲსა, სამარ-თლად აღუჴსენა სიტყუაჲ ესაიაჲსი. და პირველ ამისა ეტყოდა, ვითარმედ: „მარიამ, ცოლი შენი“; ხოლო აწ, ვინაჲთგან წინაწარმეტყუელი მოწამედ მოიყვანა ჟამსა თჳსსა, სახელ-სდვა მას ქალწულად, რაჲთა ასმინოს სიტყუაჲ, რომელი წურთილ იყო მის მიერ სიყრმითგან, და არღარა შეორგულდეს საკჳრველსა მას ზედა. ამისთჳს მოწამედ ჭეშმარიტებისა სიტყუათა თჳსთაჲსა მოიყვანა ანგელოზმან წინაწარმეტყუელი, და არა მისა ოდენ კმა იყო, არამედ ღმრთისაცა აღიყვანა სიტყუაჲ და ჰრქუა: ესე არს, რომელსა იტყჳს უფალი პირითა ესაიაჲსითა: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“. ვითარ უკუე არა ეწოდა ემმანუელ, არამედ იესუ ქრისტე? რამეთუ არა თქუა, თუ უწოდო, ანუ თუ უწოდოს, არამედ „უწოდიანო“, უწოდიან ერთაო და ჭეშმარიტებამან საქმისამან. რამეთუ არს ესე ჩუეულებაჲ წერილისაჲ, რაჲთა წესი იგი, რომელი საქმეთა მიერ დამტკიცნებინ, სახელად უწოდის, ვითარცა აწ ესე არს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“, ამას მოასწავებს, ვითარმცა იტყოდა, ვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თხოილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა, და პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა“ (1,18).:

...ი იგი, რამეთუ იტყჳს: „სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა“.

აწ აგებულებასა მას შინა ღმრთივდიდებულისა მის გუამისასა რომელირაჲ იყო სულისაგან წმიდისა, ანუ რომელი-რაჲ - საშოჲსაგან ქალწულისა? რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ ჴორცთაგან ქალწულისათა მიიხუნა ჴორცნი. ამისთჳს იტყჳს: „რომელი-იგი მაგისგან იშვესო“; და პავლე ღაღადებს: „შობილი დედაკაცისაგანო“. დედაკაცისაგან თქუა, რაჲთა დაუყოს პირი მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ არა ქალწულისაგან მიიხუნა ჴორცნი, არამედ ვითარცა წარვლის წყალმან რუჲ გინა სტჳრი იგი სოლინარისაჲ და არაჲ მიიღის მისგან, ესრეთ წარვლო საშოჲ იგი ქალწულისაჲ.

ურჩულონო და მედგარნო, რომელნი ამას იტყჳთ, უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, რად საჴმარ იყო ყოვლადვე შესლვაჲ იგი საშოსა დედისასა, ანუ რაჲმცა აქუნდა ჩუენ თანა ზიარებაჲ, არამედ სხუანიმცა იყვნეს ჴორცნი და არა ჩუენისა ამის ბუნებისანი; ვითარმცა უკუე ითქუა ძირისაგან იესესა, ვითარმცა იწოდა კუერთხად ძირთაგან მისთა, ვითარმცა იწოდა ძედ კაცისა, ვითარ - თესლისაგან დავითისა, ვითარმცა ეწოდა მარიამს დედა მისდა, ვითარმცა ითქუა, თუ: „ხატი მონებისაჲ შეიმოსა“, ანუ თუ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“,...

სრულად ნახვა