მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 1:19

18. ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.20. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.
სახარებაჲ მათესი თავი 1
19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი“ (1,19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუა რაჲ, ვითარმედ სულისაგან წმიდისა იპოვა იგი მიდგომილ და არა თესლისაგან მამაკაცისა, გამოაჩინებს ჭეშმარიტებასა სიტყჳსა თჳსისასა. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს ესე, ვინ იხილა ესევითარი სადა, ანუ ვის ესმა, ამისთჳს იოსებს შემოიყვანებს დასამტკიცებელად სიტყჳსა თჳსისა და იჭუსა მას, რომელი მაშინ მოუჴდა გულსა მისსა, ვითარმცა იტყოდა: უკუეთუ არა გრწამს ჩემი და იჭუეულ ხარ წამებასა ამას ზედა ჩემსა, გრწმენინ იოსებისი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო“. სიმართლე შესაკრებელი არს ყოველთა სათნოებათაჲ. ვინაჲთგან მართალი იყო, ჭეშმარიტებაჲცა და სხუაჲ ყოველი სათნოებაჲ აქუნდა მას. „და იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი“. ამისთჳს თქუა პირველ უწყებისა ზრახვაჲ მისი, რაჲთა შემდგომად უწყებისა ქმნილსა მას არა ურწმუნო იქმნე. იხილე სიმართლე კაცისაჲ მის, არა უნდა განმხილებაჲ მისი. და იჭჳ იგი არა განმხილებისა ოდენ, არამედ ტანჯვისაცა ღირს იყო ბრძანებისაებრ რჩულისა. ხოლო იოსებ ესევი-თარითა სიკეთითა შემკულ იყო, რომელ არა თუ უზეშთაესი იგი, არამედ უდარესიცა ესე, რომელ არს განმხილებაჲ და შერცხჳნებაჲ, არა ენება. და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი I
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
1:18-21 — ქრისტეს უთესლოდ შობა:

18. ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა. - რისთვის დაუშვა ღმერთმა ეს დაწინდვა და საერთოდ, რატომ მისცა ადამიანებს საბაბი ეჭვისა, რომ იოსებმა იგი შეიცნო? იმიტომ, რომ ქალწულს ჭირთა შინა მფარველი ჰყოლოდა. ეგვიპტეში ლტოლვისას ხომ იოსებმა იზრუნა მასზე და გადაარჩინა იგი. გარდა ამისა, იმისთვისაც დაიწინდა, რომ ეშმაკს დამალვოდა, რადგან უკეთუ ეშმაკი ქალწულის მუცლადღებას შეიტყობდა, თვალთვალს დაუწყებდა; ამგვარად, მარიამი იოსებზე მატყუარას მოსატყუებლად დაიწინდა. ქორწილი მხოლოდ გარეგნულად შედგა, საქმით - არა.

და ვიდრე შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. - შერთვა აქ შეერთებას (ერთად ყოფნას) ნიშნავს. მარიამმა მუცლად მანამდე იღო, ვიდრე შეერთდებოდნენ. ამიტომაც წამოიძახა განცვიფრებულმა მახარებელმა "იპოვა"’-ო, თითქოს რაღაც მოულოდნელზე თქვა

19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი. - როგორ შეიძლებოდა იოსები მართალი ყოფილიყო, როცა სჯული მრუშის გამოაშკარავებას, ე. ი. მხილებასა და დასჯას ბრძანებდა, მან კი ცოდვის დაფარვა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის