მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 1:18

17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.18. ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.
სახარებაჲ მათესი თავი 1
18. ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნგ: ვითარმედ ჯერ-არს წიგნის კითხვასა შინა და ეკლესიასა მოსწრაფებაჲ:

...სა მიმართ განვგრილდეთ, არამედ სახარებასა ვისმენდეთ და ზედაჲსზედა ვიკითხვიდეთ მას, რამეთუ მეყსეულად გან-რაჲ-აღო წიგნი, იხილო მუნ შინა სახელი ქრისტესი დაწერილი და გესმეს, მეყსეულად იტყოდის რაჲ, ვითარმედ: „იესუ ქრისტჱს შობაჲ ესრეთ იყო: რამეთუ თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ, და იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა“. და რომელსა ესე ესმეს, არა სურვიელ იქმნესა ქალწულებისათჳს მეყსეულად და დაუკჳრდეს შობაჲ იგი მაღალი და აღმაღლდეს ქუეყანისაგან? და არა მცირედ არიან ესე ყოველნი საქმენი, რაჟამს იხილო, ვითარ სული წმიდაჲ მოვიდა ქალწულსა ზედა, და ვი-თარ ანგელოზი ეტყოდა მას; და ესე სცნა ყოველივე მცირედითა ოდენ შთახედვითა. უკუეთუ აღმოიკითხო ყოველივე ვიდრე აღსასრულადმდე, მაშინ შეურაცხ-ჰყო ყოველივე ამაოჲსა ამის სოფლისა საქმჱ, ყოველი სოფელი განჰკიცხო; უკუეთუ მდიდარ იყო, არად შეჰრაცხო სიმდიდრჱ იგი, გესმეს რაჲ, ვითარმედ რომელი-იგი ხუროჲსა და გლახაკისა სახლსა შინა იყო, დედა უფლისა და მეუფისა შენისა და ყოველთა დაბადებულ-თაჲსა იქმნა. და უკუეთუ გლახაკი იყო, არავე გრცხუენეს სიგლახაკისა მისთჳს შენისა, სცნა რაჲ, ვითარმედ უნდოსა მას საყოფელსა შინა არა სირცხჳლ-იჩინა ყოფად შემოქმედმან მან ყოველთამან. ამას ყოველსა რაჲ იგონებდე, არა ანგაჰარ იქმნე, არცა მტაცებელ, არცა მომ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა და ჰრქუა მას: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა“ (1,20).:

...ისა მისისა მითხრობითა დაარწმუნა ჩუენებამან ანგელოზისამან და გულისჴმა-უყო ძალი დიდისა მის საიდუმლოჲსაჲ.

ხოლო სხუამან ვინმე მამათაგანმან პირველ ჩუენსა ესრეთ თქუა წინამდებარისა ამის სიტყჳსათჳს, რამეთუ არაჲ დამაყენებელ არს თქუმულისა მისცა მითხრობად. „და პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა“. იხილა იოსებ მიდგომილებაჲ მისი და გულისჴმა-ყო, ვითარმედ სულისაგან წმიდისა იყო, რამეთუ იპოა გულისჴმის-ყოფაჲ ესე გულსა შინა მისსა ღმრთისა მიერ. ამისთჳს შეშინდა ესევითარისა დედაკაცისა ქმრად წოდებად; შეშინდა მითხრობადცა ერისადა დიდი იგი და უსმენელი საიდუმლოჲ. ამისთჳს იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი. ხოლო მართალი იყო და ამისთჳს ღირს იქმნა ჩუენებასა მას ანგელოზისასა. რამეთუ „ვითარცა იგი ამას ზრახვიდა ოდენო, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა და ჰრქუა მას: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ შორის მისსა მყოფი იგი სულისაგან წმიდისა არს“. გამოაჩინა ამით სიტყჳთა, ვითარმედ არა ჰრისხვიდა და ძჳრსა იტყოდა, არამედ ეშინოდა, რამეთუ გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარმედ სულითა წმიდითა აღვსებულ იყო იგი. ამისთჳს ანგელოზი შიშსა მას განაქარვებდა და ეტყოდა: ნუ გეშინინ ამის პირისათჳს, ნუცა სძრწი, თუ სიტყუაჲ ბოროტი ვინ და...

სრულად ნახვა