სამად განყვნა ყოველნივე იგი ზემოწერილნი ნათესავნი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ თითოფერითა მით შეცვალებითა მოქალაქობათა და ნა-თესავთაჲთა არა შეიცვალა უკეთურებაჲ ჰურიათაჲ; არამედ გინა თუ მსაჯულნი დაუდგინნა ღმერთმან, გინა თუ მეფენი, გინა თუ მღდელნი, გინა თუ ტყუეობად მისცნა, გინა თუ მძლედ გამოაჩინა, სიბოროტჱ გონებათა მათთაჲ და უკეთურებაჲ ვერსადა შეცვალეს. ამისთჳსცა უკურნებელთა მათ სენთა კურნებად იქმნა მოსლვაჲ ქრისტესი, რაჲთა უჩუენოს კაცთა გზაჲ იგი სათნოებისა და ცხორებისაჲ.
ხოლო რაჲ არს ესე, რომელ საშუალსა მას ნაწილსა სამთა მეფეთა თანაწარჰჴდა, ხოლო უკუანაჲსკნელსა ათორმეტი ნათესავი აღწერა და ათოთხმეტად ნათესავად თქუა, რამეთუ დავითის ჟამთაგან ვიდრე ტყუეობისა ბაბილოვნელთაჲსა ათჩჳდმეტნი მეფენი წარჴდეს, ვითარ წერილ არს წიგნსა მეფეთასა და წიგნსა ნეშტთასა, ვითარმედ შემდგომად მეფობისა იორამისა, ძისა იოსაფატისა, მეფობდა ოქოზია და იოას და ამესია, და მერმე მეფობდა ოზია და იოთამ და აქაზ და სხუანი იგი შემდგომითი შემდგომად. ხოლო მახარებელი სამთა მათ თანაწარჰჴდა და თქუა: „იოსაფატ შვა იორამ, იორამ შვა ოზია, და შემდგომითი შემდგომად, ვიდრე ტყუეობადმდე...