მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 1:12

11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ;
სახარებაჲ მათესი თავი 1
12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;
მათეს სახარების განმარტება - თავი I
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
1:12-17 — რატომ იოსების გენეალოგია და სამჯერ თოთხმეტი თაობა:

12-16. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;  აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. - რატომ არის აქ გადმოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღმრთისმშობლისა? რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლოდ შობაში? იოსები ხომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ ყოფილა, რომ გენეალოგია მისგან იწყებოდეს! მაშ, მოისმინე: რამდენადაც იოსებს მართლაც არავითარი წილი არ უდევს ქრისტეს შობაში, ამიტომ აქ ღმრთისმშობლის გენეალოგია უნდა ყოფილიყო გადმოცემული, მაგრამ რადგანაც არსებობდა კანონი, რომლითაც გენეალოგიის გადმოცემა ქალის ხაზით არ შეიძლებოდა, ქალწულის გენეალოგია არც მათემ გადმოგვცა. გარდა ამისა, იოსების გენეალოგიის გადმოცემით მისიცაა გადმოცემული, რადგან არსებობდა კანონი რომლის მიხედვითაც კაცს ცოლი არა სხვა ტომიდან, მოდგმიდან და გვარიდან, არამედ მისივე ტომიდან და გვარიდან უნდა მოეყვანა. რადგან კანონი ასეთი იყო, ცხადია, იოსების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (1,17).:

...ვითისითგან ტყუენვადმდე ბაბილოვნელთაგან, ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან იტყჳს: „იექონია შვა სალათიელი; სალათიელ შვა ზორობაბელი; ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატ-თან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ“. ხოლო ლუკა არა ამათ სახელ-თა იტყჳს ვიდრე დავითისამდე, და მიერითგან კუალად მათესვე თხრობასა შეერთვის, რამეთუ ესრეთ იწყებს: „და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, მატ-თანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსეფისა, მატათისა, ამონისა, ნაუმისა“,

და შემდგომი ამისი, ვიდრემდის მოიწია დავითისამდე. რაჲ არს განყოფილებაჲ ესე, ვითარ ერთისა კაცისა სხუანი და სხუანი მშობელნი გჳთხრნეს? უწყებაჲ უკუე ჯერ-არს, ვითარმედ ესრეთ იყო წესი პირველისა მის რჩულისაჲ, რომელ მოკუდის თუ ვინმე უშვილოდ, ძმამან მისმან იქორწინის ცოლი აღსრულებულისაჲ მის და აღუდგინის თესლი ძმასა თჳსსა. ხოლო იშვის რაჲ შვილი, ბუნებით მეორისაჲ მის არნ, რომლისაგანცა შობილ არნ, და წესითა რჩულისაჲთა - აღსრულებულისაჲ მის. ხოლო მათ ჟამთა შინა ნაშობთაგან სოლომონისთა, ძისა დავითისთა, იყო ვი...

სრულად ნახვა