მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:6

5. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს.6. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ.7. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
6. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“ (17,4).:

...აჲ იგი, არამედ შიშისაგან და ზარისა შეძრწუნდა არა პირველთქუმულისა ხოლო მიზეზისათჳს, არამედ საკჳრველებისაგანცა ხილვისა მის დიდებულისა.

ამისთჳს მახარებელნი გამოაჩინებენ, ვითარმედ ზარისა მისგან და საკჳრველებისა შეძრწუნდა გონებაჲ მისი, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს“; და ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი იგი კაცნი მის თანა მდგომარენი. და ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. ვქმნეთ აქა სამ ტალავარ... რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა“.

ხოლო დამძიმებად ძილითა ფრიადსა მას შიშისაგან და ზარისა დასულებასა მათსა მოასწავებს. რამეთუ ვითარცა თუალნი დამძიმდებიან და დაბნელდებიან, უკუეთუ მყოარ ჟამ შეადგნეს ვინ მცხინვარებასა მზისასა, ეგრეთვე და ფრიად უმეტესად მაშინ შეემთხჳა მათ, რამეთუ ბრწყინვალებაჲ იგი დაჰფარვიდა ნათელსა მზისასა და დაუმძიმებდა უძლურებასა თუალთა მათთასა. არა თუ ღამით იყო ხილვაჲ იგი, არამედ დღისი, და ელვარებამან მან დაფარა ბრწყინვალებაჲ მზისაჲ; ვითარმცა უკუე იტჳრთეს იგი ჴორციელთა მათ თუალთა?

ხოლო სიტყჳსა მის მიმართ პეტრესა არარაჲ მიუგო უფალ...

სრულად ნახვა