მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:5

4. და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს.5. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს.6. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
5. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნბ სათნოებისათჳს:

...ელი არა თავისა თჳსისა საჴმარ არს, არცა მარილი, არცა საფუვარი, არამედ სხუათა მიმართ გამოაჩინებნ საჴმარებასა თჳსსა. ეგრეთვე უკუე ჩუენგანცა არა თავთა ჩუენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა, რამეთუ მარილი უკუეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ. ; ; და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ: უკუეთუ ჩუენ წარვჰმართოთ კეთილისა საქმჱ, მოსლვად არიან სხუანიცა ჩუენსა მას კეთილსა, ხოლო უკუეთუ ჩუენ წარუმართებელ ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ სხუათა სარგებელად?

ნუმცა არს უკუე ჩუენ შორის, ჵ ძმანო, დრკუჲ რაჲმე და დაჴსნილებისა და სიცოფისა სახჱ, რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი, ესევითარნი არიან ზრუნვანი ამაოჲსა ამის ცხორებისანი. ამისთჳს ეწოდა ქალწულთა მათ ცოფ, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ-იყო შეკრებაჲ, და სადა სიმდიდრჱ კეთილი იყო, მუნ გლახაკ იყვნეს. შიშ არს უკუე და ძრწოლა, ნუუკუე წარვიდეთ ამიერ ჩუენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა-იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებული სამოსლები, რამეთუ არარაჲ არს ცოდვისა უბილწჱს...

სრულად ნახვა