მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:47

46. სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.47. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა.48. სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
47. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცილობაჲ იყო მათ შორის“ (9,16).:

...ს, ამისთჳს კუალად კეთილად განიყვნეს, და იუდა შეერთო ჰურიათა ბოროტად. არს უკუე განყოფილებაჲ კეთილი, და არს შეერთებაჲ ბოროტი. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ თუალი შენი დაგაბრკოლებდეს, აღმოიღე იგი, ანუ თუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს, მოიკუეთე იგი“. ; ხოლო უკუეთუ ასოჲსა ბოროტად შეერთებულისაგან განკუეთაჲ კეთილ არს, არა უფროჲსად მეგობართაგან ბოროტად შეერთებულთა განყოფაჲ კეთილ არსა? ამისთჳსცა არა ყოლადვე კეთილ არს ერთობაჲ, ვითარცაიგი განყოფილებაჲ არა კეთილ არს ყოველსა ზედა.

სწავლაჲ ნზ ვითარმედ ჯერ-არს სივლტოლაჲ ბოროტთაგან

ხოლო ამას ყოველსა ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ვივლტოდით ბოროტთაგან და შევეყოფვოდით კეთილთა, რამეთუ უკუეთუ დამპალსა და უკურნებელსა მოვიკუეთთ, ნუუკუე სხუამანცა გუამმან იგივე ვნებაჲ შეიწყნაროს, არა უფროჲსად უკეთურებისა სენითა შეპყრობილთა ზედა ჯერ-არსა ამისი ქმნაჲ, რომელნი ვიხილნეთ, ვითარ უკურნებელ არიან? რამეთუ უკუეთუ ძალ-გუედვას მათიცა განმართებაჲ და ჩუენი არა ვნებაჲ, კეთილ არს ესე, და თანაგუაც ამისი ქმნაჲ. უკუეთუ კულა იგინი იყვნენ უკურნებელ და მოუდრეკელ და ჩუენ გუავნებდენ, კეთილ არს მაშინ მოკუეთაჲ მათი ჩუენგან, და მრავალგზის ამით საქმითა უფროჲსად ერგის მათ. ამისთ...

სრულად ნახვა