...ი მოქმედი მრუშებისაჲ ვერ ჰპოვებს წყალობასა, არამედ წარწყმედისა თანამდებ არს, დაღაცათუ ბევრეულნი ჰქონდინ სხუანი სათნოებანი; რამეთუ ყოველი მემრუშჱ ვერ იხილავს სასუფეველისა ცათაჲსა განსუენებასა, არამედ გეჰენიასა მიეცემის. და მათთჳს იტყჳს ღმერთი, ვითარმედ: „მატლი მათი არა მოკუდეს, და ცეცხლი არა დაშრტეს“. და არცა ერთი აქუს წყალობაჲ, რომელსა მეუღლჱ ესუას და იგი სხუათა თანა შეიგინებოდის. ვინაჲთგან რომელნიმე შჯულიერისაგანცა მეუღლისა იმარხვენ თავთა თჳსთა ჟამსა მარხვისა და ლოცვისასა, უკუე რომელსა იგიცა არა კმა-ეყოფვოდის, არამედ სხუასა შემოიყვანებდეს, რაჲ იყოს მისი წყალობაჲ? და რომელმან დაუტევოს ცოლი თჳსი შჯულიერად ქორწინებული და შეეყოს სხუასა, იგი მემრუშედ შერაცხილ არს, ვითარცა უფალი იტყჳს, უკუეთუ რომელსა ჰყვესღა ცოლი თჳსი, და იგი სხუასა თანა შეიგინებოდის, რაჲ ვინ თქუას მისთჳს? არამედ ნუმცა ვინ უტევებს ამას სენსა დამკჳდრებად სულსა შინა თჳსსა, გარნა ძირითურთ აღმოჰფხურენ იგი, რამეთუ საძაგელ არს საქმჱ ესე წინაშე ღმრთისა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ ვინ განუტევოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა და ცოლიცა თჳსი შთააგდო მრუშებასა“....
სახარებაჲ მარკოზისი 9:44
43. და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა.44. სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების.45. და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა მკელობელისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა,
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9