...დებად უდარჱსსა ნაწილსა, რამეთუ იგი უფალი იყო, ხოლო ჩუენ მონანი ვართ, ვითარცა თჳთ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ მე, უფალმან და მოძღუარმან, დაგბანენ, არა უფროჲსად თქუენ ჰყოთა ურთიერ-თას?“ რაჲთა ვერღარა იტყოდიან, ვითარცა პირველ, ვითარმედ: „ვინ არს უფროჲს ყოველთაჲსა?“ ; და არა დაბრკოლდებოდიან ურთიერთას, ამისთჳს დაამდაბლებს გონებასა მათსა, ვითარმედ დაღაცათუ ფრიად დიდ იყო, თანაგაც ძმისა არა შეურაცხ-ყოფაჲ. და არა თქუა უზეშთაესი, ვითარმედ: უკუეთუ მე, უფალმან და მოძღუარმან, დავჰბანენ ფერჴნი მიმცემელისანი, არამედ ყოველთაჲ თქუა და იგი მათ მიუშუა გულისხმის-ყოფად. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან ქმნეს და ასწავოს, დიდ ეწოდოს“, რამეთუ ესე არს სწავლაჲ - ჩინებაჲ საქმისაჲ. და რაჲმცა იყო ამის უზეშთაეს? ანუ რომელი ზუაობაჲ არა დაამდაბლოს ამან საქმემან? რამეთუ რომელი ზის ზედა ქერობინთა, მიმცემელსა თჳსსა ფერჴნი დაჰბანნა, ხოლო შენ, კაცო, რომელ მიწაჲ და ნაცარი ხარ, ავლი და მტუერი, ჰზუაობ და ჰმაღლოვი? და რაოდენთა სატანჯველთა ღირს ხარ? რამეთუ უკუეთუ გონებისა სიმაღლჱ გიყუარს, მოვედ, და მე გიჩუენო შენ, ვითარ შენ არა იცი. რამეთუ რომელი ამაოთა ზედა ამის სოფლისა საქმეთ...
სახარებაჲ მარკოზისი 9:34
33. და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა.34. ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს?35. და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9