მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:32

31. რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.32. ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა.33. და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
32. ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ჯერ-არს ძჱ კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად“ (17,22-23).:

...მა ძე იგი საყუარელი, და სასწაულნი ესოდენნი აღესრულნეს, და აღდგომისა ქადაგებაჲ ესმა; და ამას ყოველსა ზედა ესმა რაჲ ვნებისა მისისათჳს, შეწუხნეს ფრიად. ხოლო ესე ამისთჳს იქმნა, რამეთუ ჯერეთ უმეცარ იყვნეს ყოფადთა მათ საქმეთა, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა“; და ლუკა იტყჳს: „ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისჴმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა ამისთჳს“.

ხოლო უმეცარ თუ იყვნეს, რაჲსათჳს შეწუხნეს? გარნა არა ყოველსავე იყვნეს უმეცარ. ესე ესმოდა, ვითარმედ ჯერ-არს მიცემად მისა „ჴელთა კაცთაჲსა, და მოკლან იგი“, და ამას გულისჴმა-ჰყოფდეს, ხოლო უმეცარ იყვნეს, თუ სიკუდილმან მისმან დაჰჴსნას ძალი სიკუდილისაჲ და შემუსრნეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი და განათავისუფლნეს კაცნი მძლავრებისაგან ეშმაკისა. და სხუანი იგი ბევრეულნი კეთილნი, რომელნი იქმნეს სიკუდილითა მისითა, დაფარულ იყვნეს მათგან, და საიდუმლოჲ იგი აღდგომისაჲ არა იცოდეს. ამისთჳს მწუხარე იყვნეს ფრიად, ესმოდა რაჲ მოძღურისა მის და მეუფისა სახიერისა ვნებაჲ და სიკუდილი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპარნაუმდ, მოუჴდეს, რომელნი ხარ...

სრულად ნახვა