...თამცა მოვიდა სარწმუნოებად. ამისთჳსცა ჟამიცა ჰკითხა: „რავდენი ჟამი არს, ვინაჲთგან ყოფილ არს ესე მაგის თანა?“ რაჲთამცა მოიყვანა იგი თქუმად სიტყუათა სარწმუნოებისათა. ხოლო ვინაჲთგან მან თქუა, ვითარმედ: „სიყრმითგან. და რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ“, მიუგო უფალმან: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. რამეთუ ოდეს-იგი კეთროანმან მან ჰრქუა: „უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“, და წამა დიდი იგი ჴელმწიფებაჲ მისი, აქო იგი უფალმან და დაამტკიცა სიტყუაჲ მისი და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდენი!“ ხოლო ამან ვინაჲთგან ვერარაჲ ღირსი ჴელმწიფებისა მისისაჲ თქუა, არამედ „რაჲ ძალ-გიც, შემეწიეო“, მიუგო იესუ: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ესოდენ არს სიმდიდრე ძლიერებისაჲ ჩემ თანა, ვიდრეღა ჴელმეწიფების სხუათაცა მიცემად მადლი სასწაულთმოქმედებისაჲ. და შენცა, უკუეთუ ვითარცა ჯერ-არს, გრწმენეს ჩემდა მომართ, ძალ-გედვას ამისაცა განკურნებად და სხუათა მრავალთა. ესე რაჲ თქუა, განკურნა ყრმაჲ იგი.
ხოლო ჩუენ ნუ ამისგან ხოლო გულისჴმა-ვჰყოფთ განგებულებასა მისსა და მოღუაწებასა კაცთასა და სიმრავლესა ქველისმოქმედებისა მისისასა, რომელ განჴადა ეშმაკ...