მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:20

19. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!20. და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა.21. და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
20. და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე თქუენ თანა ვიყო? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან“ (17,17-18).:

...ი იგი ჯუარ-ცუმისაჲ, არამედ უფროჲსად საწადელ ცხორებისათჳს ჩუენისა, და უმეტესად მათ შორის ქცევაჲ იყო მძიმე და მათისა მის გულარძნილებისა თავს-დებაჲ.

ხოლო ბრძანა რაჲ მოყვანებაჲ მისი და მოჰგუარეს, „მეყსეულად სულმან მან არაწმიდამან დააკუეთა იგი“, ვითარცა მარკოზ იტყჳს, „და ვითარცა დაეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა“. ესე ყოველი ურწმუნოებისაგან იქმნებოდა კაცისა მის, რაჲთამცა მოვიდა სარწმუნოებად. ამისთჳსცა ჟამიცა ჰკითხა: „რავდენი ჟამი არს, ვინაჲთგან ყოფილ არს ესე მაგის თანა?“ რაჲთამცა მოიყვანა იგი თქუმად სიტყუათა სარწმუნოებისათა. ხოლო ვინაჲთგან მან თქუა, ვითარმედ: „სიყრმითგან. და რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ“, მიუგო უფალმან: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. რამეთუ ოდეს-იგი კეთროანმან მან ჰრქუა: „უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“, და წამა დიდი იგი ჴელმწიფებაჲ მისი, აქო იგი უფალმან და დაამტკიცა სიტყუაჲ მისი და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდენი!“ ხოლო ამან ვინაჲთგან ვერარაჲ ღირსი ჴელმწიფებისა მისისაჲ თქუა, არამედ „რაჲ ძალ-გიც, შემეწიეო“, მიუგო იესუ: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ...

სრულად ნახვა