მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:14

13. არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.14. და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი გამოეძიებდეს მათ თანა.15. და მეყსეულად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკჳრდა და მორბიოდეს და მოიკითხეს იგი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
14. და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი გამოეძიებდეს მათ თანა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.

(თ. 9, მ. 2-3)

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება...

სრულად ნახვა
სიტყვა მეოთხესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო თავადმან ჰრქვა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 9, 29.).

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომ ერთხელ კაცმან ვინმემ მოუყვანა მოციქულთა იესო ქრისტესთა თვისი შვილი, შეპყრობილი და გატანჯული სულისაგან არაწმიდისა და ევედრებოდა მათ, რათა განკურნონ იგი. გარნა მოწაფეთა ვერ შესძლეს მისი განკურნება და მოჰგვარეს იგი უფალსა იესო ქრისტესა და მან ერთითა სიტყვითა განაძო არაწმიდა სული მისგან. განკვირვებულთა მოციქულთა ჰკითხეს უფალსა, რისთვის ვერ შესძლეს მათ განდევნა სულისა მის არაწმიდისა, და მაცხოვარმან უპასუხა მათ: ნათესავი ესე ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

ამ პასუხით მაცხოვარი გვაჩვენებს, რა დიდი ძალა აქვს მარხვასა და ლოცვასა. გარნა არა თუ მხოლოდ სიტყითა, არამედ საქმითაც მაცხოვარი ხშირად აჩვენებდა, რომ დიდად საჭიროOარის კაცისათვის ლოცვა და მარხვა. ვიცით სახარებისაგან, რომ პირველ ვიდრე იგი შეუდგა ქადაგებასა, ორმეოცის დღის მარხვითა და ლოცვითა და მოამზადა თავი თვისი დიდისა ამის საქმისათვის. აგრეთვე, როდესაც მან განიზრახა ამორჩევა ათორმეტთა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის