...ა არა უარ-ყო; და აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე“ (1,20). ხოლო მათ სხუასა სიტყუასა იწყეს კითხვად, ვითარმედ: „ელია ხარა? და მან თქუა, ვითარმედ: არა ვარ“ (1,21), რამეთუ ელიაჲსსაცა მოელოდეს მოსლვასა, ვითარცა სხუასა ადგილსა წერილ არს. ; (17,10); და კუალად ჰკითხეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა? და ჰრქუა მათ: არა ვარ“ (1,21), და იგი წინაჲსწარმეტყუელი იყო. რად უკუე უარ-ყო? გარნა რამეთუ გონებათა მათთა ხედვიდა, ხოლო მათ ასმიოდა მოსესგან, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღადგინოს უფალმან ღმერთმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. რამეთუ იგი ქრისტე იყო. ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: წინაჲსწარმეტყუელი ხარა? ვითარცა ერთი სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგანი, არამედ ესრეთ ჰრქუეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა?“ იგი, რომელი მოსე თქუაო? ამისთჳს ამან თქუა, ვითარმედ: „არა ვარ“, არა თუ წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, არამედ იგი წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, რომელსა მოსე იტყოდა. ხოლო მათ ჰრქუეს მას: „გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა“ (1,22). ჰხედავა, ვითარ აიძულებენ მას? ხოლო იგი სიტკბოებით დაჰჴსნის ყოველს...
სახარებაჲ მარკოზისი 9:1
1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9