მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 8:32

31. და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.32. და განცხადებულად სიტყუასა ამას ეტყოდა. და გან-რე-იყვანა და იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს.33. ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 8
32. და განცხადებულად სიტყუასა ამას ეტყოდა. და გან-რე-იყვანა და იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სიმონ-პეტრჱსა. და ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა? მიუგო იესუ: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა შემდგომად ამისა“ (13,6-7).:

...ბლედ. ხოლო პეტრე ჯერეთ აყენებდა და ეტყოდა: „არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე“ (13,8). რასა იქმ, ჵ პეტრე? არა გაჴსოვნანა პირველნი იგი სიტყუანი, რაჟამს სთქუ: „ნუ იყოფინ ეგე შენდა, უფალო“? და თავადმან მოგიგო: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო!“ ; და ესრეთცა არავე გეშინისა? გარნა იტყჳს პეტრე: ჰე, რამე-თუ ესე უსაშინელეს არს და უმაღლჱს. ვინაჲთგან უკუე ამას ფრიადისა სიყუარულისაგან იქმოდა, ამისთჳს მისგანვე შეაშინებს მას უფალი და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ არა დაგბანნე, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“ (13,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მჴურვალემან მან და წადიერმან პეტრე მიუგო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ხოლო ფერჴნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა” (13,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჟამს აყენებდა, ფიცხელ იყო, და შენდობასა უფიცხლესად გამოჩნდა, რამეთუ ორივე სიყუარულისაგან იყო. ხოლო რაჲ არს, რომელ ჰრქუა, ვითარმედ: „სცნა შემდგომად ამისა“? ოდეს აცნობებდა? გარნა შემდგომად ამისაო, რაჟამს სახელითა ჩემითა ეშმაკ-თა განასხმიდე, რაჟამს მიხილო ზეცად აღმავალი, რაჟამს სცნა მამისა მიერ, ვითარმედ მარჯუნ მისა მჯდომარე ვარ, მაშინ სცნა, თუ რაჲ არს საქმჱ ესე. ხოლო რაჟამს თქუა პეტრე, ვითარმედ: „ნუ ხოლო...

სრულად ნახვა