მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 8:3

2. მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ.3. და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან.4. და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაჲ ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა?
სახარებაჲ მარკოზისი თავი 8
3. და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სიმონ-პეტრჱსა. და ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა? მიუგო იესუ: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა შემდგომად ამისა“ (13,6-7).:

...ბლედ. ხოლო პეტრე ჯერეთ აყენებდა და ეტყოდა: „არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე“ (13,8). რასა იქმ, ჵ პეტრე? არა გაჴსოვნანა პირველნი იგი სიტყუანი, რაჟამს სთქუ: „ნუ იყოფინ ეგე შენდა, უფალო“? და თავადმან მოგიგო: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო!“ ; და ესრეთცა არავე გეშინისა? გარნა იტყჳს პეტრე: ჰე, რამე-თუ ესე უსაშინელეს არს და უმაღლჱს. ვინაჲთგან უკუე ამას ფრიადისა სიყუარულისაგან იქმოდა, ამისთჳს მისგანვე შეაშინებს მას უფალი და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ არა დაგბანნე, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“ (13,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მჴურვალემან მან და წადიერმან პეტრე მიუგო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ხოლო ფერჴნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა” (13,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჟამს აყენებდა, ფიცხელ იყო, და შენდობასა უფიცხლესად გამოჩნდა, რამეთუ ორივე სიყუარულისაგან იყო. ხოლო რაჲ არს, რომელ ჰრქუა, ვითარმედ: „სცნა შემდგომად ამისა“? ოდეს აცნობებდა? გარნა შემდგომად ამისაო, რაჟამს სახელითა ჩემითა ეშმაკ-თა განასხმიდე, რაჟამს მიხილო ზეცად აღმავალი, რაჟამს სცნა მამისა მიერ, ვითარმედ მარჯუნ მისა მჯდომარე ვარ, მაშინ სცნა, თუ რაჲ არს საქმჱ ესე. ხოლო რაჟამს თქუა პეტრე, ვითარმედ: „ნუ ხოლო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).:

...(მათ. 26,22); და „პეტრე იოვანეს წამ-უყოფდა კითხვად მიმცემელისა მისთჳს, თუ ვინ არს“. რაჲ არს უკუე მიზეზი ამისი? რამეთუ ვინაჲთგან არა ეთქუა პეტრესდა, თუ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“, ამისთჳსცა არცა ეშინოდა. ვინაჲთგან უკუე შეჰრისხნა მას უფალმან, და მას ფრიადითა გულსმოდგინებითა ეთქუა, და არა სათნო-ეყო უფალსა, არამედ სატანა უწოდა, ამისა შემდგომად ესმა რაჲ, ვითარმედ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, ; ; სამართლად შეძრწუნდა. და აწ უკუე არა იტყჳს, თუ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, არამედ: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არსო“. ხოლო თქუა ესე, რაჲთა უჩუენოსცა, თუ ვითარ არარაჲ კაცობრივი იპოვების მისსა სწავლასა შინა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა დაუტევეს და იგინი ოდენ დაადგრეს მის თანა, პეტრჱს მიერ ყოველნივე აღიარებდეს მას ქრისტედ; რაჲთა არა ჰგონებდენ მას, თუ: ამისთჳს კაცობრივად გუეტყოდის ჩუენ, ამისთჳს განაყენებს იგი სიტყუასა თჳსსა ყოვლისაგანვე კაცობრივისა.

ხოლო სიტყუაჲ მისი, რომელსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას“ (17,1-3).:

...(ლუკ. 9,30-31) ესე იგი არს, მოასწავებდეს ვნებასა მისსა და ჯუარ-ცუმასა, რომელსაცა დიდებად უწოდა.

მეხუთედ ამისთჳს, ვინაჲთგან თქუა: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“; ; წარმოადგინნა ორნი იგი მოღუაწენი ღმრთისმსახურებისანი, რომელთა დადვეს თავი თჳსი სიკუდილად სიტყჳსათჳს ღმრთისა და არა ჰრიდეს წარწყმედად სულთა თჳსთა ამას საწუთროსა, რაჲთა მოიგნენ იგინი საუკუნოდ. რამეთუ მოსე წარმდებებით და ურიდად ჰბრძოდა ფარაოს სიტყჳსათჳს ღმრთისა, და ელია ეგრეთვე - აქაბს დაჴსნად საცთურისა მის კერპთმსახურებისა, და კუალად შეურაცხებაჲ სოფლისაჲ და უპოვარებაჲ ფრიადი მოიგეს ორთავე. რამეთუ არცა რაჲ მოსეს აქუნდა ამის საწუთროჲსა, არცა ელიას, გარეშე ხალენისა მის. ამისთჳს წარმოადგინნა იგინი, რაჲთა აუწყოს მოციქულთა, ვითარმედ თანააც ბაძვაჲ სათნოებისა მა-თისაჲ, და მსგავსად მათსა მოგებად შური საღმრთოჲ, და წინამძღურობაჲ ერისა მორწმუნისაჲ, რაჲთა იყვნენ მშჳდ, ვითარცა მოსე, და მოშურნე, ვითარცა ელია. რამეთუ გამოაჩინნა რაჲ იგინი დიდებით, ამას ყოველსა მოაჴსენებდა მოწაფეთა; და ამისთჳს წარმოადგინნა გამობრწყინვებულნი იგი ძუელსა შინა, რაჲთა ა...

სრულად ნახვა