მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 8:2

1. მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ:2. მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ.3. და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 8
2. მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“ (6,68).:

...სათა იტყჳს და არა ვითარცა ჰურიანი, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არს ძჱ იოსებისი“; ხოლო ამან თქუა, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“, ; ; ; და ვითარმედ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“, რამეთუ ასმიოდეს მას კეთილად სიტყუანი იგი მოძღურისანი, რომელთა იტყოდა, ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა, და აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რამეთუ აჩუენა, ვითარმედ ყოველნივე სიტყუანი მისნი აჴსოვნან, რაჟამს თჳთ იგინი თქუნა. ხოლო ქრისტემან, იხილეთ, რაჲ ყო, არა აქო, არცა დაუკჳრდა პეტრჱსთჳს, არამედ მიუგო და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან თქუა პეტრე, თუ: „ჩუენ გურწმენაო“, მერმე უფალმან კრებულისა მისგან განყო იუდა. რამეთუ სხუასა მას ადგილსა არარაჲ თქუა მან მოწაფეთათჳს, არამედ ოდენ ჰკითხა რაჲ იესუ, თუ: „თქუენ რასა იტყჳთ ჩემთჳს?“ ;

სრულად ნახვა