...სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა“ (15,39-16,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მარკოზ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მოუჴდეს რაჲ და გამოეძიებდეს ფარისეველნი იგი და სასწაულსა ეძიებდეს, „სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა: რაჲ არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა?“ დაღაცათუ საქმე მათი ფრიადისა რისხვისა ღირს იყო, რამე-თუ გამოუცდელსა მას გამოსცდიდეს, გარნა სახიერი იგი და კაცთმოყუარე არა განრისხნებოდა, არამედ სწყალობდა წარწყმედილებასა მას მათსა, რომელ ესრეთ უკურნებელ იყო სენი მათი. რამეთუ ესოდენთა ძლიერება-თა შემდგომად გამო-ვე-სცდიდეს მას და არა თუ სარწმუნოებისათჳს ეძიებდეს სასწაულსა, არამედ რაჲთა პოონ მიზეზი ბრალისაჲ მის ზედა. ხოლო უკუეთუმცა სარწმუნოებით მოსრულ იყვნეს, უჩუენამცა, გარნა ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ ზაკუვაჲ იყო გულსა მათსა, ამისთჳს ორგულად სახელსდვა მათ სხუასა ადგილსა, რამეთუ სხუასა იტყოდეს და სხუაჲ იყო გულსა მათსა. ხოლო ვითარსა-მე სასწაულსა ეძიებდეს ზეცით? დაყენებასა მზისასა, ანუ შეცვალებასა მთოვარისასა, ანუ ელვათა და მეხის-ტეხათა მოყვანებად და სხუასა ესევითარსა. და თავადმან მიუგო: „პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ ძალ-გიც გულისჴმის-ყოფად“.
იხილეა სიტკბო...