...განბანათა მათ ჴორციელთა, რომელსა ჩუეულ იყვნეს ჰურიანი, ვითარცა იტყჳს მარკოზ მახარებელი, ვითარმედ: „უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანიან, არა ჭამიან“. და სხუაჲ მრავალ არს, რომელ მოეღო მოძღურებაჲ ხუცესთაგან: „განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტომანებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ“; ესე ყოველი უნდო იყო და არარაჲ, ამისთჳს ბურნაკად უწოდა.
ხოლო ბილწებათა მათ ცოდვისათა, რომელნი სულსა შეაგინებდეს, აქლემად სახელ-სდვა, რამეთუ დიდ იყო სავნებელი მათი. ამისთჳს თქუა: „რომელნი დასწურავთ ბურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ“. რამეთუ მცირენი იგი მცნებანი დიდთათჳს განწესებულ არიანო, ხოლო ვინაჲთგან დიდნი იგი შეურაცხ-გიყოფიან, „სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“ და მსგავსნი ამათნი, ცუდ არს და ამაო არასათანადოთა მათ ძიებაჲ. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ ესრეთ მოასწავებს, ვითარმედ პირველ მისისა განკაცებისაცა არა დიდად საძიებელ იყვნეს ესე საქმენი, არამედ „სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“ და სიყუარული და სხუანი იგი დიდნი მცნებანი შჯულისანი იყვნეს თანაწარუვალ და საძიებელ. ვინაჲთგან უკუე მაშინვე არა დიდად საძიებელ იყვნეს, რავდენ უფროჲსად აწ, გამოჩნდა რაჲ ბრწყინვალედ მადლი ღმრთისაჲ და განეწესნეს მოძღურებანი მაღალნი, სრულიად ცუდ იქ...