მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 7:27

26. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა.27. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.28. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 7
27. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეშვიდე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 7, მ. 1-5)

1. და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით. 2. და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს. 3. რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ. 4. და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ. 5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?

ასწავლეს რა მიფყოლოდნენ მხოლოდ კეთილის ქმედებას და არ დაემძიმებინათ თავი სხვა საზრუნავებით, უფლის მოწაფეები წინასწარი განზრახვის გარეშე და თავიანთი უბრალოებისდა გამო, ჭამდნენ დაუბანელიხელებით, ამასობაში ფარისეველნი, სურთ რა იპოვონ საბაბი გაკიცხვისა, იყნებენ ამ შემთხვევას და ბრალს სდებენ მოციქულებს, თუმცა არა როგორც სჯულის დამრვევთ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).:

...ნი წარსლვად და იტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“; და კუალად თქუა: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა წარწყმედულთათჳს სახლისა ისრაჱლისათა“; და: „არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და მიცემაჲ ძაღლთაჲ“. ; და ესრეთ, ვიდრემდის არა ჯუარს-აცუეს იგი და მოკლეს, არა დაუტევნა იგინი, ხოლო რაჟამს მათ თჳთ მოიძულეს და მოკლეს იგი, მიერითგან არღარად საჴმარ იყო მათ თანა დადგრომაჲ, რამეთუ მათ თჳთ იჯმნეს და თქუეს, ვითარმედ: „არა გჳვის მეუფჱ, გარნა კეისარი“. მერმე უკუე დაუტევნა იგინი, რამეთუ მათ დაუტევეს იგი. ამისთჳს იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთ“. ; ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მარცუალი იფქლისაჲ არა დავარდეს ქუეყანასა ზედა და მოკუდეს“ (12,24)?

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჯუარს-ცუმისათჳს თქუა, რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: რაჟამს წარმართნიცა მოუჴდეს, მაშინ მოიკლა. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: თჳთ სიკუდილმან ჩემმან უმეტესად მოიყვანნეს იგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კბ: რაჲთა სურვიელ ვიყვნეთ კეთილთა საქმეთა მიმართ და მოუწყინებელად ვევედრებოდით ღმერთსა პოვნად წყალობისა მისისა:

...რამედ საქმითცა აჩუენა, რაჟამს დედაკაცი იგი ქანანელი ღირსყო ნიჭსა მას წყალობისა მისისასა და გამოაჩინა, ვითარმედ დაღაცათუ ვინ უმეტეს ღირსებისა და საზომისა თჳსისასა ითხოვდეს მჴურვალებით და სიმდაბლით და მოუწყინებელად, მიეცემის თხოაჲ მისი. რამეთუ მაშინ იტყოდა: „არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა“, გარნა ეგრეთცა ფრიადისა თხოისა და მჴურვალედ ვედრებისა მისისათჳს მისცა თხოაჲ მისი და აღავსო სიხარულითა გული მისი.

და კუალად ჰურიათა მიერ გამოაჩინა, ვითარმედ უდებთა და დაჴსნილთა არცა თუ რაჲ-იგი აქუნდეს, დაადგრების მათ თანა. ამისთჳს არა თუ არარაჲ მიიღეს ოდენ, არამედ რომელი აქუნდა, იგიცა წარწყმიდეს. და მათ ვინაჲთგან არა მჴურვალებით ითხოეს, უღირსად გამოჩნდეს და თჳსიცა წარწყმიდეს, ხოლო ამან ვინაჲთგან დიდითა მჴურვალებითა ითხოა და ლმობიერად ევედრა, უმეტეს ღირსებისაცა მიიღო, და რომელი-იგი ძაღლად იწოდა, მიეცა მას პატივი შვილად წოდებულთაჲ მათ.

ესოდენ დიდ არს და კეთილ უწყინოდ და ლმობიერად ვედრებაჲ, და რომელი-იგი მეგობრობამან ვერ ქმნა, უწყინოდ ვედრებამან ქმნა, ვითარცა წერილ არს იგავსა მას შინა შუაღამედ მისრულისა მეგობრისასა.

აწ უკუე შენცა, ძმაო, ნუ იტყჳ, თუ: შეცოდებული ვარ და რისხვეული, ვითარ ვევედრო? - არამედ უწყინოდ ევედრე, და თქუას შენ...

სრულად ნახვა