...და მერმე თავადივე ვიდოდა ყოველთასა პირველ გზასა მას? პირველად ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: არა თუ ვითარ-იგი მოწაფეთა ამცნო, ეგრეთვე იგი თანამდებ იყო; მეორედ, რამეთუ არა განცხადებულად ქადაგებად მოსრულ იყო. ამისთჳსცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელეწიფა დაფარვად“. ხოლო ესე კუალად არა ღირს იყო კაცთმოყუარებისა მისისა, რაჲთამცა რომელნი-იგი შეუვრდებოდეს, არამცა შეიწყნარნა. რამეთუ იხილეთ, თუ რაოდენისა კაცთმოყუარებისა ღირს არს დედაკაცი იგი, რომელსა ესოდენ უღირსად აქუნდა თავი თჳსი, რომელ არა იკადრა მისლვაჲ იერუსალჱმდ, არამედ იხილა რაჲ უფალი მისრული ქუეყანასა მას, შეუვრდებოდა და ღაღადებით ითხოვდა წყალობასა.
ხოლო ვიეთმე თქუეს ესეცა თარგმანებაჲ, ვითარმედ სახე იყოო დედაკაცი იგი წარმართთა ეკლესიისაჲ. რამეთუ ოდეს გამოვიდა ქრისტე ჰურიასტანით, მაშინ შეეწყნარა მას ეკლესიაჲ წარმართთაჲ, გამოსრული საზ-ღვართაგან თჳსთა, ვითარცა წერილ არს: „დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ“. რამეთუ გამოვიდა ქრისტე საზღვართაგან ჰურიასტანისათა, და დედაკაცი იგი - საზღვართაგან თჳსთა, და ესრეთ შეემთხჳნეს ურთიერთას. ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტე გარდამოჴდა ზეცით, და ეკლეს...