მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 6:5

4. ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა.5. და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი.6. და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა მათ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 6
5. და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი. ჰრქუა მათ იესუ: მომართუთ მე იგი აქა! და უბრძანა ერსა მას დასხდომად თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა, განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე. ხოლო იყვნეს, რომელთა ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა“ (14,15-21).:

...ე იგინი, არამედ ჰრქუეს რაჲ მათ: „განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი“, მიუგო: „არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი“. რამეთუ უმეცარღა იყვნეს, ვითარცა მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: „ვერ გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი“. ამისთჳსცა ჰრქუა უფალმან: „მომართჳთ მე იგი აქა!“ რამეთუ დაღაცათუ უდაბნო არს ადგილი ესე, არამედ გამომზრდელი ყოვლისა სოფლისაჲ აქა ვარ; დაღაცათუ ჟამი გარდასრულ არს, არამედ უფალი ესე ჟამთაჲ გიბრძანებ. ხოლო იოვანე იტყჳს, ვითარმედ ქრთილისანი იყვნეს პურნი იგი. არა ცუდად გუაუწყებს ამას, არამედ რაჲთა ვისწაოთ მრავალსასყიდლისა ჭამადთა და მრავალფერთა სანოაგე-თა შეურაცხებაჲ.

„და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა“, რაჲთა სარწმუნო იქმნას, ვითარმედ მამისაგან არს და ვითარმედ სწორი მისი არს ღმრთეებითა. რამეთუ ამათ ორთა პირთა დამამტკიცებელნი საქმენი ურთიერთას წინააღმდგომად ჩნდეს; რამეთუ სწორებასა მისსა ჴელმწიფებით ქმნაჲ სასწაულთაჲ გამოაჩინებდა, ხოლო თუ მამისაგან არს, ვითარმცა გულისჴმა-ყვნეს, გარნა ამით სახითა ფრიადისა სიმდაბლისაჲთა, და რომელ-იგი ყოველსა მას მიაჩემებდა და...

სრულად ნახვა