მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 6:47

46. და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად.47. და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი – მარტოჲ ქუეყანასა.48. და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანა-წარსლვად მათგან.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 6
47. და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი – მარტოჲ ქუეყანასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შემდგომად ამისა იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,2).:

...აჲ არარაჲ თქუა ხუთთა მათ თთუეთა საქმჱ, რამეთუ ხუთი თთუჱ გარდაჴდების პასექითგან ვიდრე კარვობადმდე. ხოლო იგი არაოდეს დასცხრებოდა ქმნად სასწაულთა, არცა დღისი, არცა მწუხრი, და მრავალგზის ღამითცა, ვითარცა-იგი მივიდა მოციქულთა თანა ზღუასა შინა ღამით, ; ; ვითარცა ყოველნი მახარებელნი იტყჳან. რაჲსათჳს უკუე თანაწარჰჴდების მრავალთა მათ სასწაულთა? ამისთჳს, რამეთუ ყოველ-თავე საკჳრველებათა მისთა თქუმად ვერ ძალ-ედვა, არამედ ისწრაფდა თქუმად საქმეთა მათ, რომელთაგან ბრალობაჲ ანუ სიტყჳს-გებაჲ რაჲმე ქმნილ იყო ჰურიათაგან; რამეთუ მათ საკჳრველებათა, რომელთა იქმოდა, მსგავსნი მრავალნი იყვნეს. რამეთუ ესე მრავალგზის გუასმიეს, თუ სნეულნი განკურნნა და მკუდარნი აღადგინნა და საკჳრველნი ქმნნა, ხოლო სადა უცხოჲ რაჲმე აქუნდეს თქუმად, ანუ რაჲმე ვნებაჲ და ჭირი მის ზედა მოწევნული, მას იტყჳან.

ვითარ არს ესეცა, ვითარმედ ურწმუნო იყვნეს მისა ძმანიცა მისნი? რამეთუ არამცირედი შესმენაჲ არს ამასცა საქმესა შინა, და ღირს არს საკჳრველებისა ჭეშმარიტებისმოყუარჱ იგი საქმჱ მათი, ვითარ ყოლადვე არა ჰრიდებენ თქუმად საქმეთა მათ, რომელნი ვითარცა სასირცხჳლოდ ჩანან. და აწ უკუე...

სრულად ნახვა