მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 6:4

3. ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.4. ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა.5. და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 6
4. ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შემდგომად ამისა იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,2).:

...აჲ არარაჲ თქუა ხუთთა მათ თთუეთა საქმჱ, რამეთუ ხუთი თთუჱ გარდაჴდების პასექითგან ვიდრე კარვობადმდე. ხოლო იგი არაოდეს დასცხრებოდა ქმნად სასწაულთა, არცა დღისი, არცა მწუხრი, და მრავალგზის ღამითცა, ვითარცა-იგი მივიდა მოციქულთა თანა ზღუასა შინა ღამით, ; ; ვითარცა ყოველნი მახარებელნი იტყჳან. რაჲსათჳს უკუე თანაწარჰჴდების მრავალთა მათ სასწაულთა? ამისთჳს, რამეთუ ყოველ-თავე საკჳრველებათა მისთა თქუმად ვერ ძალ-ედვა, არამედ ისწრაფდა თქუმად საქმეთა მათ, რომელთაგან ბრალობაჲ ანუ სიტყჳს-გებაჲ რაჲმე ქმნილ იყო ჰურიათაგან; რამეთუ მათ საკჳრველებათა, რომელთა იქმოდა, მსგავსნი მრავალნი იყვნეს. რამეთუ ესე მრავალგზის გუასმიეს, თუ სნეულნი განკურნნა და მკუდარნი აღადგინნა და საკჳრველნი ქმნნა, ხოლო სადა უცხოჲ რაჲმე აქუნდეს თქუმად, ანუ რაჲმე ვნებაჲ და ჭირი მის ზედა მოწევნული, მას იტყჳან.

ვითარ არს ესეცა, ვითარმედ ურწმუნო იყვნეს მისა ძმანიცა მისნი? რამეთუ არამცირედი შესმენაჲ არს ამასცა საქმესა შინა, და ღირს არს საკჳრველებისა ჭეშმარიტებისმოყუარჱ იგი საქმჱ მათი, ვითარ ყოლადვე არა ჰრიდებენ თქუმად საქმეთა მათ, რომელნი ვითარცა სასირცხჳლოდ ჩანან. და აწ უკუე...

სრულად ნახვა