მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 6:3

2. და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან?3. ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.4. ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 6
3. ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ“ (16,7).:

...ცა მოვიდეს და ქმნეს ესრეთვე და სწავლანი უმეტესნი და სასწაულნი დიდნი, მაშინ უმეტესისა საშჯელისა თანამდებ იქმნენ, რაჟამს ჰხედვიდენ, ვითარმედ იგი ყოველი სახელითა ჩემითა იქმნებოდის. რამეთუ აწ იტყჳან, ვითარმედ: „ხუროჲსა ძჱ არს, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით“; ; ; ხოლო რა-ჟამს იხილონ სახელითა ჩემითა უკეთურებისა დევნულებაჲ, ბუნებათა კურნებაჲ, ეშმაკთა სივლტოლაჲ, მაშინ რაჲ თქუან? რამეთუ წამა ჩემთჳს მამამან, წამოს სულმანცა, დაღაცათუ პირველცა წამა, არამედ აწცა წამოს „და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს“ (16,8). ესე იგი არს, ვითარმედ ყოველი მიზეზი მოუწყჳდოს და გამოაჩინოს, ვითარმედ შეუნდობელად ცოდეს, და დაამტკიცოს, ვითარმედ მე არასადა მიცოდავს; „და სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე“ (16,10), ესე იგი არს, ვითარმედ: გამოაჩინოს უბიწოჲ იგი ცხორებაჲ ჩემი, რომლისა სახე არს მამისა მიმართ მისლვაჲ. რამეთუ ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ არა ღმრთისა მიერ და ცოდვილი არსო, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ესეცა მიზეზი მოუწყჳდოს და ამისთჳსცა ამხილოს, რაჟამს მოვიდეს სული იგი წმიდაჲ და გამოაჩინოს სიმართლჱ ჩემი და ვითარმედ მამისა თანა მისრ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...6); ხოლო მათ ვითარცა უყუარდა მარადის კაცობრივი და ამაოჲ საქმე, არა ენება ესე, რაჲთა ქრისტესა დაემორჩილნენ, არამედ უფროჲსად იოვანე აქუნდა დიდად, ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს, ვი-თარმედ: „ძჱ არს ხუროჲსაჲ“, ; და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ. ; და ამას ყოველსა უბადრუკნი იგი ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, არამედ შეურაცხად აქუნდა ქრისტე.

ხოლო რაჟამს იოვანე მარადის მისა მიმართ მიავლენდა მათ, და მათ სირცხჳლ-უჩნდა საქმე ესე და ენება, რაჲთამცა უფროჲსად იოვანე აქუნდა მოძღურად, ხოლო ცხადად ამისა თქუმად ვერ იკადრებდეს, არამედ არა მიავლინნეს მისა მიმართ შეურაცხნი კ...

სრულად ნახვა