მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 6:22

21. და ვითარცა იყო დღე მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა,22. და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ.23. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 6
22. და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ჰეროდე მაშინ შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. და უნდა თუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი ეპყრა იგი. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი, რომლისაგან ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოოს. ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლისმცემელისაჲ. და შე-ღათუ-წუხნა იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას; და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს“ (14,3-12).:

...თხრებლსა ეშმაკისასა შთაჰვარდეთ, ვითარცა მა-შინ უღმრთოჲ იგი ჰეროდე. რამეთუ ისმინეთ, რასა იტყჳს მარკოზ სახარებასა შინა თჳსსა: „შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდაო; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მეინაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გინებს, და მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე სამეუფოჲსა ჩემისა“. არა მეფე იყო პატივით, არამედ ოთხთა სამთავროთა მთავარი, გარნა ჴელმწიფებისა მისისათჳს ერნი იგი მისნი და აზნაურნი მეფედ ეტყოდეს მას. ესრეთ ტყუექმნილ იყო ვნებისაგან უბადრუკი იგი, რომელ როკვისათჳს ნახევარი მეფობისა თჳსისაჲ აღუთქუა. ხოლო აწცა მრავალნი უგუნურთაგან შემდგომად ესოდენისა ამის მოძღურებისა სულთაცა თჳსთა მზა არიან მიცემად, გულისთქუმათაგან ბოროტთა ტყუექმნულნი. რამეთუ ითრევს მათ ვნებაჲ იგი, ვითარცა მგელმან შეიპყრის რაჲ საცხოვარი და წარითრევნ სადარნოდ თჳსად, ვითარცა-იგი მაშინ შეხუდა ცნობამიღებულსა მას და ორითა საცთურითა შეპყრობილ იქმნა: თავი თჳსი შეკრა ფიცითა და ბორგნეული იგი ყო ჴელმწიფე მეფობასა ზედა თჳსსა. ხოლო რაჟამს-იგი ბირებითა მემრუშისა მის დედისაჲთა მოითხოვა ურცხჳნომან მან თავი ნათლისმცემელისაჲ, არა შეძრწუნდა მონაჲ იგი ვნებათაჲ და არა მეფე, არცა შეჰრისხნა მას თუალითა მკსინვარითა, არამედ წადიერებით წარავლინა და მოჰკუეთა თ...

სრულად ნახვა