...თხრებლსა ეშმაკისასა შთაჰვარდეთ, ვითარცა მა-შინ უღმრთოჲ იგი ჰეროდე. რამეთუ ისმინეთ, რასა იტყჳს მარკოზ სახარებასა შინა თჳსსა: „შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდაო; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მეინაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გინებს, და მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე სამეუფოჲსა ჩემისა“. არა მეფე იყო პატივით, არამედ ოთხთა სამთავროთა მთავარი, გარნა ჴელმწიფებისა მისისათჳს ერნი იგი მისნი და აზნაურნი მეფედ ეტყოდეს მას. ესრეთ ტყუექმნილ იყო ვნებისაგან უბადრუკი იგი, რომელ როკვისათჳს ნახევარი მეფობისა თჳსისაჲ აღუთქუა. ხოლო აწცა მრავალნი უგუნურთაგან შემდგომად ესოდენისა ამის მოძღურებისა სულთაცა თჳსთა მზა არიან მიცემად, გულისთქუმათაგან ბოროტთა ტყუექმნულნი. რამეთუ ითრევს მათ ვნებაჲ იგი, ვითარცა მგელმან შეიპყრის რაჲ საცხოვარი და წარითრევნ სადარნოდ თჳსად, ვითარცა-იგი მაშინ შეხუდა ცნობამიღებულსა მას და ორითა საცთურითა შეპყრობილ იქმნა: თავი თჳსი შეკრა ფიცითა და ბორგნეული იგი ყო ჴელმწიფე მეფობასა ზედა თჳსსა. ხოლო რაჟამს-იგი ბირებითა მემრუშისა მის დედისაჲთა მოითხოვა ურცხჳნომან მან თავი ნათლისმცემელისაჲ, არა შეძრწუნდა მონაჲ იგი ვნებათაჲ და არა მეფე, არცა შეჰრისხნა მას თუალითა მკსინვარითა, არამედ წადიერებით წარავლინა და მოჰკუეთა თ...
სახარებაჲ მარკოზისი 6:2
1. და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.2. და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან?3. ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 6