მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 4:39

38. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით?39. და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ.40. და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ?
სახარებაჲ მარკოზისი თავი 4
39. და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეოთხე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 4. მ. 35-41):

35. მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ მიერ კერძო. 36. და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა. 37. და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი. 38. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით? 39. და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. 40. და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ? 41. და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?

მათე უფრო სხვაგვარად მოგვითხრობს ამის შესახებ, ვიდრე მარკოზი; ის რაც მან უფრო ვრცლად თქვა, ამან შეამოკლა და პირიქთ, ის რაც პირევლმა მოკლედ გადმოსცა, ამ უკანასკნელმა უფრო ვრცლად გვიამბო. უფალს თან მიჰყავს მოწაფეთაგან ერთნი, აძლევს რა შესაძლებლობას იყვნენ მხილველნი მომავალი სასწაულისა. მაგრამ თავი რომ არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა აღიღეს ლოდი იგი, აღიხილნა იესუ თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,41-42).:

...განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმარა მას ლოცვაჲ? ხოლო უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, არამცა შემძლებელ იყო სახელი მისი ესევითართა საქმეთა ქმნად. ანუ ოდეს-იგი შეიქმოდა კაცსა, რომელი ლოცვაჲ იჴმარა? არა ჰხედავა მუნ ერთარსებასა მას, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი“? რამეთუ უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, უძლურიმცა იყო და ვერშემძლებელი ყოვლისავე ნებისა თჳსისა აღსრულებად. არამედ ვიხილოთ, თუ რაჲ არს ლოცვაჲ მისი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი“ (11,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვინ სადა ილოცა ესრეთ? რამეთუ ვიდრეღა არარაჲ ეთქუა, თქუა, ვითარმედ: „გმადლობ შენ“, რაჲთამცა აჩუენა, ვით...

სრულად ნახვა