მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 4:3

2. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:3. ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად.4. და იყო თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 4
3. ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა აღიღეს ლოდი იგი, აღიხილნა იესუ თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,41-42).:

...განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმარა მას ლოცვაჲ? ხოლო უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, არამცა შემძლებელ იყო სახელი მისი ესევითართა საქმეთა ქმნად. ანუ ოდეს-იგი შეიქმოდა კაცსა, რომელი ლოცვაჲ იჴმარა? არა ჰხედავა მუნ ერთარსებასა მას, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი“? რამეთუ უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, უძლურიმცა იყო და ვერშემძლებელი ყოვლისავე ნებისა თჳსისა აღსრულებად. არამედ ვიხილოთ, თუ რაჲ არს ლოცვაჲ მისი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი“ (11,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვინ სადა ილოცა ესრეთ? რამეთუ ვიდრეღა არარაჲ ეთქუა, თქუა, ვითარმედ: „გმადლობ შენ“, რაჲთამცა აჩუენა, ვით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა:

...ს მენავეთმოძღუარი და მენავენი, კეთილად ვლოთ და ძჱ ღმრთისაჲ, ჭეშმარიტი იგი მენავეთმოძღუარი, მოვიყვანოთ ჩუენდა, რომელმან არა უტეოს ნავსა ჩუენსა დანთქმად, არამედ დაღაცათუ ბევრეულნი ქარნი ქროდიან, შეჰრისხნეს ქართაცა და ზღუასაცა და ქმნას დაყუდება დიდ. ; ;

ესრეთ უკუე მოჰმზადენით თავნი თქუენნი და ხვალისა დღე მოვედით ეკლესიად, და ესრეთ მიგითხრნეთ სიტყუანი დიდისა იოვანესნი, დავსთესნეთ იგინი თქუენ შორის, არამედ ნუმცა გზა ხართ, ნუცა კლდე, ნუცა ეკლოვან, არამედ იყვენით ქუეყანა კეთილ და ნაყოფიერ, რაჲთა ჩუენცა გულსმოდგინებით ვსთესვიდეთ თესლთა, უკუეთუ ვიხილოთ ქუეყანაჲ იგი წმიდად. უკუეთუ კულა ქვიანი იყოს და ეკლოვან და ფიცხელ, შენდობა-ყავ, რამეთუ ვერ ძალ-მიც ამაოდ შრომაჲ, რამეთუ უგუნურება არს ქუეყანასა უქმსა თესვად თესლისა.

რომელიცა ამას ტაბლასა მოვიდეს, არა უჴმს მას საეშმაკოთა ტაბლათა დაჯდომაჲ, რამეთუ რაჲ ზიარებაჲ არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რომელი-ეგე ისმენ სიტყუათა იოვანესთა და მის მიერ სულისა წმიდისათა, და კუალად მისა შემდგომად წარხუალ სმენად სიტყუათა მეძავთა დედათასა და ზრახვად მათდა, ვითარ შეუძლო სიწმიდით სმენად ამათ სიტყუათ...

სრულად ნახვა