მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 4:24

23. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!24. და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის.25. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 4
24. და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოზ: ვითარმედ ჯერ-არს სულგრძელებით თავს-დებაჲ ქრისტესთჳს მოწევნულთა ჭირთა; და მოწყალებისათჳს:

...იერ-უჩნს სათნოებაჲ და იქმან მას ამისთჳს, რამე-თუ ღმერთსა ესრეთ ჰნებავს, ხოლო რომელი უძლურ იყოს, იგი გჳრგჳნ-თაცა მოიგონებდეს; ეგრეთვე მოწყალებასა ზედა ვჰყოფდეთ და ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს“. ; ;

ვიდრემდის, ჵ კაცნო, მჴეცთა ვჰბაძავთ უწყალოებითა და ბუნებასაცა ჩუენსა უმეცარ ვართ? გულისხმა-ვყოთ დღჱ იგი, რაჟამს წარვდგეთ წინაშე ქრისტესა, რაჟამს ვეძიებდეთ წყალობასა, და შორის შემოიყვანნეს ქრისტემან იგინი, რომელნი ჩუენ უგულებელს-ვყვენით და არა ვყავთ წყალობაჲ მათ ზედა, და გურქუას ჩუენ, ვითარმედ: „რაჲიგი არა უყავთ ერთსა ძმათა ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ“, რამეთუ მა-შინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყუასა, არამედ მათ წილ ღმერთი გუეტყოდის, ვითარცა-იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არამედ მის წილ - აბრაჰამ. ეგრეთვე იყოს გლახაკთა მათ ზედა, რომელთა ჩუენ შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ მაშინ ჩუენ ვიყვნეთ საწყალობელ და გლახაკ. და რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგოთ მას, რომელმან-იგი ჩუენ ცად აღმიყვან...

სრულად ნახვა