მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 4:2

1. მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა.2. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:3. ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 4
2. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოზ: ვითარმედ ჯერ-არს სულგრძელებით თავს-დებაჲ ქრისტესთჳს მოწევნულთა ჭირთა; და მოწყალებისათჳს:

...იერ-უჩნს სათნოებაჲ და იქმან მას ამისთჳს, რამე-თუ ღმერთსა ესრეთ ჰნებავს, ხოლო რომელი უძლურ იყოს, იგი გჳრგჳნ-თაცა მოიგონებდეს; ეგრეთვე მოწყალებასა ზედა ვჰყოფდეთ და ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს“. ; ;

ვიდრემდის, ჵ კაცნო, მჴეცთა ვჰბაძავთ უწყალოებითა და ბუნებასაცა ჩუენსა უმეცარ ვართ? გულისხმა-ვყოთ დღჱ იგი, რაჟამს წარვდგეთ წინაშე ქრისტესა, რაჟამს ვეძიებდეთ წყალობასა, და შორის შემოიყვანნეს ქრისტემან იგინი, რომელნი ჩუენ უგულებელს-ვყვენით და არა ვყავთ წყალობაჲ მათ ზედა, და გურქუას ჩუენ, ვითარმედ: „რაჲიგი არა უყავთ ერთსა ძმათა ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ“, რამეთუ მა-შინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყუასა, არამედ მათ წილ ღმერთი გუეტყოდის, ვითარცა-იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არამედ მის წილ - აბრაჰამ. ეგრეთვე იყოს გლახაკთა მათ ზედა, რომელთა ჩუენ შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ მაშინ ჩუენ ვიყვნეთ საწყალობელ და გლახაკ. და რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგოთ მას, რომელმან-იგი ჩუენ ცად აღმიყვან...

სრულად ნახვა