მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 4:10

9. და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!10. და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე?11. ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფევლისა ღმრთისაჲ, ხოლო გარეშეთა მათ – ყოველივე იგავით სიტყუად.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 4
10. და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რამეთუ თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს“ (13,10-11).:

...არს“ (13,10-11).

ღირს არს საკჳრველებისა საქმე იგი მოწაფეთაჲ, ვითარ სურვიელ ღა-თუ იყვნეს სწავლად ყოველთა მათ იგავთა, არამედ უწყოდესვე, თუ ოდეს ჯერ-იყო კითხვაჲ; რამეთუ არა ყოვლადვე იქმან ამას. და ოდეს იქმოდინ, - მოწიწებით და კრძალულებით, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „ოდეს იყო თჳსაგან, მაშინ ჰკითხეს მოწაფეთა“. ესრეთ განკრძალულნი იყვნეს და გონიერებითა სავსენი.

ხოლო იხილეთ გონებაჲ მათი, ვითარ ზრუნვენ ერისა მისთჳს, ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა ეტყოდეს, ვითარმედ: „განუტევე ერი ესე, რამეთუ შეემშია მათ“; და აწ აქა ეტყოდეს: „რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?“ არა თქუეს, თუ: რაჲსათჳს იგავით გუეტყჳ ჩუენ? არამედ ერისა მისთჳს ზრუნვენ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათა არა მიცემულ არს“. ესე რაჲ თქუა, არა თუ ამას მოასწავებს, თუ იძულებით რაჲმე არს საქმე იგი, ანუ განწესებულ და განთჳსებულ არს მათთჳს ოდენ, არამედ გამოაჩინებს, ვითარმედ იგინი არიან მიზეზ ყოველთა ბოროტთა, რომელთა არა ინებეს შეწყნარებაჲ საიდუმლოთაჲ მათ, რამეთუ საქმე იგი ნიჭი არს უსასყიდლოჲ. ხოლო არა თუ ვინაჲთგან ნიჭი არს, ამისთჳსმცა თჳთმფლობელობისა წესსა დაჰჴსნიდა, არამედ რომელთა ენებოს,...

სრულად ნახვა