1.მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა.2.და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:
1.მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა.
1. მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა. 2. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:
თუმცა, თითქოსდა, გააბრუნა თავისი დედა, მაინც ისევ ემორჩილება მას, ვინაიდან მის გამო გადის ზვასთან. ნავში იმიტომ ჩაჯდა, რომ თვალწინ ეყოლებოდა რა ყველა, ყველას გასაგონად ესაუბრა და არავინ ჰყოლოდა ზურგს უკან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:
...(ესაია 53,1) და ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ; ; ; ; (საქმე 28, 26-27); ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და მისთჳს იტყოდა“ (12,37-41). აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა მიზეზისანი არიან, არამედ აღსასრულისანი, რამეთუ არა თუ, რომელ ესაია თქუა, თუ: „არა ჰრწმენეს“, ამისთჳს არა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა ეგულებოდა რწმუნებად, ამისთჳს თქუა ესაია. ხოლო რაჲ არს, რომელ მახარებელი არა ესრეთ იტყჳს, არამედ იტყჳს, თუ: ურწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაგან იყო და არა წინაჲსწარმეტყუელებაჲ - ურწმუნოებისაგან? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ თქუა ესაია“. რამეთუ ამას ადგილსა ჰნებავს გამოჩინებად უტყუველობასა მას წერილისასა, ვითარმედ რომელი-იგი თქუა, ყოველივე იქმნა. რაჲთა ვერვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს მოვიდა ქრისტე, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ არა უსმე...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რამეთუ თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს“ (13,10-11).:
...არს“ (13,10-11).
ღირს არს საკჳრველებისა საქმე იგი მოწაფეთაჲ, ვითარ სურვიელ ღა-თუ იყვნეს სწავლად ყოველთა მათ იგავთა, არამედ უწყოდესვე, თუ ოდეს ჯერ-იყო კითხვაჲ; რამეთუ არა ყოვლადვე იქმან ამას. და ოდეს იქმოდინ, - მოწიწებით და კრძალულებით, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „ოდეს იყო თჳსაგან, მაშინ ჰკითხეს მოწაფეთა“. ესრეთ განკრძალულნი იყვნეს და გონიერებითა სავსენი.
ხოლო იხილეთ გონებაჲ მათი, ვითარ ზრუნვენ ერისა მისთჳს, ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა ეტყოდეს, ვითარმედ: „განუტევე ერი ესე, რამეთუ შეემშია მათ“; და აწ აქა ეტყოდეს: „რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?“ არა თქუეს, თუ: რაჲსათჳს იგავით გუეტყჳ ჩუენ? არამედ ერისა მისთჳს ზრუნვენ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათა არა მიცემულ არს“. ესე რაჲ თქუა, არა თუ ამას მოასწავებს, თუ იძულებით რაჲმე არს საქმე იგი, ანუ განწესებულ და განთჳსებულ არს მათთჳს ოდენ, არამედ გამოაჩინებს, ვითარმედ იგინი არიან მიზეზ ყოველთა ბოროტთა, რომელთა არა ინებეს შეწყნარებაჲ საიდუმლოთაჲ მათ, რამეთუ საქმე იგი ნიჭი არს უსასყიდლოჲ. ხოლო არა თუ ვინაჲთგან ნიჭი არს, ამისთჳსმცა თჳთმფლობელობისა წესსა დაჰჴსნიდა, არამედ რომელთა ენებოს,...