მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 3:4

3. და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის!4. და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს.5. და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 3
4. და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა“ (12,9-10).:

...აკრებელსა მათსა. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა“ (12,9-10).

კუალად შაბათთა შინა კურნებასა აღასრულებს, რაჲთა მუსრვისა მისთჳს თავთა ჴუვილისათა უმეტესად განამართლნეს მოწაფენი. და სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: უფალმან წარმოადგინა შორის კაცი იგი და ჰკითხა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კეთილისა საქმე? ; ხოლო მათე იტყჳს, ვითარმედ: „ჰკითხვიდეს მას და იტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? რაჲთამცა შეასმინეს იგი“.

მსგავს არს უკუე, ვითარმედ ორივე იქმნა. რამეთუ ურჩულონი იგი სავსე იყვნეს შურითა და უწყოდეს, ვითარმედ განკურნებაჲ მისი ეგულებოდა უფალსა; ამისთჳს ისწრაფეს პირველვე კითხვად, რაჲთა არა საქმისაგან ხოლო, არამედ სიტყჳსაგანცა აქუნდეს უმეტესი ძალი შესმენად მისა. ხოლო უფალმან მათდა მიაგდო განჩინებაჲ და ჰკითხა, ვითარმედ: „რაჲ ჯერ-არს შაბათსა შინა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ წარწყმედაჲ?“ და კაცი იგი შორის წარმოადგინა სახიერმან, რაჲ-თამცა იგინი წყალობად მოიყვანნა. ხოლო იხილა რაჲ უკეთურებაჲ მათი, მიმოიხილა მათა რისხვით და მწუხარებითო სიბრმისათჳს გულისა მათისა და ჰრქუა:...

სრულად ნახვა